ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 ლარი;
გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი;
დ) ლატარიების მოწყობაზე–ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების – 10%;
ე) თითოეულ წამახალისებელ გათამაშბაზე – საპრიზო ფონდის – 10%.
|
+
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2014 წლის 21 აგვისტო
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლს შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
+
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
+
მუხლი 2🔗
დადგინდეს მოსაკრებლის განაკვეთების სახეობების მიხედვით:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 ლარი;
გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი;
დ) ლატარიების მოწყობაზე–ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების – 10%;
ე) თითოეულ წამახალისებელ გათამაშბაზე – საპრიზო ფონდის – 10%.
+
მუხლი 3🔗
წამახალისებელი გათამაშების მომწყობი ორგანიზატორი ვალდებულია ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
+
მუხლი 4🔗
შემოღებული მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამის კოდში.
+
მუხლი 5🔗
დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.
+
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №18, 21.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.105.016164 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.08.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2471278-2/