სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №814 |
|
2014 წლის 21 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-8 პუნქტის, 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს თანდართული რედაქციით:
ა) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტები (ბილეთები) (დანართი №1); ბ) A კატეგორიისა და A1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებისა (ბილეთები) და მათი სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №2); გ) B კატეგორიისა და B1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებისა (ბილეთები) და მათი სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №3); დ) C1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებისა (ბილეთები) და მათი სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №4); ე) C კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებისა (ბილეთები) და მათი სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №5); ვ) D1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებისა (ბილეთები) და მათი სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №6); ზ) D კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებისა (ბილეთები) და მათი სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №7); თ) T და S კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებისა (ბილეთები) და მათი სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №8); ი) ტრამვაის კატეგორიის მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებისა (ბილეთები) და მათი სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №9); კ) კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირის მიერ ერთდროულად B კატეგორიისა და C1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებისა (ბილეთები) და მათი სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №10). 2. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით (შემდგომში - ელექტრონული ტესტირება), რომელიც ხორციელდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ (შემდგომში - სააგენტო) უზრუნველყოს: ა) ელექტრონული ტესტირების ჩატარებისთვის საჭირო სპეციალური პროგრამის ინსტალაცია და შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა; ბ) ამ ბრძანებით დამტკიცებული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) თარგმნა და ელექტრონული ტესტირების გამოყენება აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. 4. ელექტრონული ტესტირების სპეციალური პროგრამა შესაძლებელია ითვალისწინებდეს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) ელექტრონულ ვერსიაში საგამოცდო ტესტის (ბილეთი) სწორი და არასწორი პასუხების ნუმერაციის გადაადგილებას მათი შინაარსის შეუცვლელად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტზე (ბილეთი) სწორ პასუხად მიიჩნევა იმ ნუმერაციის მქონე პასუხი, რომელიც ამ ბრძანებით დამტკიცებული მე-2-მე-10 დანართებით განსაზღვრული შესაბამისი საგამოცდო ტესტის (ბილეთი) სწორი პასუხის იდენტურია. 5. ელექტრონული ტესტირებისას, ზოგიერთ ტესტში (ბილეთი) მისი შინაარსიდან გამომდინარე სწორი და არასწორი პასუხის ჩვენებისას შეიძლება გამოიყენებულ იქნეს შესაბამისი სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლი, რომელსაც არ გააჩნია იურიდიული ძალა და მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) სწორი და არასწორი პასუხების ვიზუალურად ჩვენებისათვის იქნება განკუთვნილი. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 15 დეკემბრიდან. |
|
1
ბრძანება №814
1
ა1) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებისა (ბილეთები) და მათი სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №11);
ბ) „A“ კატეგორიისა და „A1“ და „A2“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებისა (ბილეთები) და მათი სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №2);
ბ1) (მოქმედების ვადა ამოიწურა);
ბ2) (მოქმედების ვადა ამოიწურა);
კ) კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, სამხედრო სამსახურში მყოფი პირის მიერ ერთდროულად B კატეგორიისა და C1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებისა (ბილეთები) და მათი სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №10).
2. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით (შემდგომში - ელექტრონული ტესტირება), რომელიც ხორციელდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით.
4. ელექტრონული ტესტირების სპეციალური პროგრამა შესაძლებელია ითვალისწინებდეს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) ელექტრონულ ვერსიაში საგამოცდო ტესტის (ბილეთი) სწორი და არასწორი პასუხების ნუმერაციის გადაადგილებას მათი შინაარსის შეუცვლელად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტზე (ბილეთი) სწორ პასუხად მიიჩნევა იმ ნუმერაციის მქონე პასუხი, რომელიც ამ ბრძანებით დამტკიცებული 11-მე-10 დანართებით განსაზღვრული შესაბამისი საგამოცდო ტესტის (ბილეთი) სწორი პასუხის იდენტურია.
6. ობიექტური მიზეზის არსებობისას, სააგენტო უფლებამოსილია დროებით შეაჩეროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებიდან (ბილეთებიდან) რომელიმე საგამოცდო ტესტის (ბილეთის) ელექტრონული ტესტირებისას გამოყენება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №965 - ვებგვერდი, 05.12.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №992 - ვებგვერდი, 11.12.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 3 თებერვლის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 07.02.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №69 - ვებგვერდი, 06.12.2021წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 31 იანვრის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 01.02.2022 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 16 მარტის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 17.03.2022 წ.
3
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 15 დეკემბრიდან.
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 15 დეკემბრიდან.შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.12.2023.
- როდის იქნა მიღებული „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ“?
- „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 21.10.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №814. სარეგისტრაციო კოდი — 120020040.22.034.016373.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 9 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.12.2023.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.12.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ“, №814, 21.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 120020040.22.034.016373 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2540160/