თავი IV — ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია
1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს მისთვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიყენებული მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ზიანის ანაზღაურების მიუხედავად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს უფლება აქვს, მისთვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანის მიყენებისთვის მოითხოვოს ერთჯერადი კომპენსაცია, რომელსაც გასცემს სააგენტო საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5462 – ვებგვერდი, 19.12.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №423 – ვებგვერდი, 13.04.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.03.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 30.03.2021 კანონი №423
- 11.12.2019 კანონი №5462
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის, დაზარალებულის უფლება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე 1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს უფლება აქვსაქვს, მოითხოვოს მისთვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიყენებული მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. თუამ შეუძლებელიამუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ზიანის ანაზღაურების მიუხედავად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლისათვის,მსხვერპლს, დაზარალებულისათვისდაზარალებულს მიყენებულიუფლება ზიანისაქვს, ანაზღაურებამისთვის ამადამიანით მუხლისვაჭრობის პირველი(ტრეფიკინგის) პუნქტისდანაშაულის შესაბამისად,შედეგად მასზემორალური, სააგენტოდანფიზიკური გაიცემაან კომპენსაციაქონებრივი საქართველოსზიანის კანონმდებლობითმიყენებისთვის დადგენილიმოითხოვოს წესით.ერთჯერადი კომპენსაცია, რომელსაც გასცემს სააგენტო საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 15, 16/05/2006.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება