1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროებში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად შესრულებაში ხელის შეწყობის, მათი საქმიანობის კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით საქართველოს მთავრობა ქმნის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომ – საკოორდინაციო საბჭო).
2. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო იურიდიული პირების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები, ამავე სფეროს სპეციალისტები და მეცნიერები.
3. საკოორდინაციო საბჭოს შექმნის, პირის საკოორდინაციო საბჭოში წარდგენისა და საკოორდინაციო საბჭოდან გამოყვანის წესს, საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობასა და საქმიანობის წესს (დებულებას) განსაზღვრავს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
4. საკოორდინაციო საბჭო ამტკიცებს:
ა) საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის შემადგენლობას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებას;
ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) მოწყობისათვის აუცილებელ მინიმალურ სტანდარტებს;
გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვის სამოქმედო ინსტრუქციას (ეროვნული რეფერალური მექანიზმი);
დ) სააგენტოდან კომპენსაციის გაცემის წესს.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1268
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5462 – ვებგვერდი, 19.12.2019წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.12.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 11.12.2019 კანონი №5462
- 20.09.2013 კანონი №1268
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 10. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო 1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროებში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად შესრულებაში ხელის შეწყობის, მათი საქმიანობის კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით საქართველოს მთავრობა ქმნის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომ – საკოორდინაციო საბჭო). 2. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო იურიდიული პირების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები, ამავე სფეროს სპეციალისტები და მეცნიერები. 3. საკოორდინაციო საბჭოს შექმნის, პირის საკოორდინაციო საბჭოში წარდგენისა და საკოორდინაციო საბჭოდან გამოყვანის წესს, საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობასა და საქმიანობის წესს (დებულებას) განსაზღვრავს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. თავი4. IV.საკოორდინაციო საბჭო ამტკიცებს: ა) საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის შემადგენლობას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებას; ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა,მსხვერპლთა დაზარალებულთამომსახურების სამართლებრივიდაწესებულების დაცვა,(თავშესაფრის) დახმარებამოწყობისათვის დააუცილებელ რეაბილიტაციამინიმალურ სტანდარტებს; გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვის სამოქმედო ინსტრუქციას (ეროვნული რეფერალური მექანიზმი); დ) სააგენტოდან კომპენსაციის გაცემის წესს.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 15, 16/05/2006.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება