თავი IV — ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია
1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს უფლება აქვს ისარგებლოს მოსაფიქრებელი ვადით – არანაკლებ 30 დღისა, რათა მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა, ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან შესაბამის დანაშაულზე სისხლის სამართლის პროცესის განხორციელებაში.
2. მოსაფიქრებელი ვადა აითვლება პირის მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებისათვის (თავშესაფრისათვის), სამართალდამცავი ორგანოსათვის ან შესაბამისი დაწესებულებისათვის მიმართვის დღიდან.
3. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 28.04.2006).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 15, 16/05/2006.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება