თავი IV — ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია
1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2862, 344-ე და 362-ე მუხლებითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 და 185-ე მუხლებით განსაზღვრული ქმედებებისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან. მას აგრეთვე არ დაეკისრება პასუხისმგებლობა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილეობისათვის, თუ იგი იძულებული იყო ასე მოქცეულიყო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად, დაზარალებულად ყოფნის გამო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება ისეთ სამართალდარღვევებზე, რომლებიც პირის მიერ ჩადენილი იყო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად, დაზარალებულად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის, დაზარალებულის სტატუსის მოპოვებამდე.
საქართველოს 2021 წლის 27 აპრილის კანონი №462 – ვებგვერდი, 04.05.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.04.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 27.04.2021 კანონი №462
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის, დაზარალებულის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება 1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2862, 344-ე და 362-ე მუხლებითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 და 185-ე მუხლებით განსაზღვრული ქმედებებისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან. მას აგრეთვე არ დაეკისრება პასუხისმგებლობა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილეობისათვის, თუ იგი იძულებული იყო ასე მოქცეულიყო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად, დაზარალებულად ყოფნის გამო. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება ისეთ სამართალდარღვევებზე, რომლებიც პირის მიერ ჩადენილი იყო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად, დაზარალებულად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის, დაზარალებულის სტატუსის მოპოვებამდე.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 15, 16/05/2006.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება