1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების განხორციელების მიზნით იქმნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).
2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
3. სააგენტოს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
4. სააგენტოს სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
5. სააგენტო უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების დაფინანსებას, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
6. სააგენტოს შემოსავლების წყაროებია:
ა) სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები;
>ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მიღებული სახსრები;
გ) იურიდიული და ფიზიკური პირების შემოწირულებები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1268
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3103 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5462 – ვებგვერდი, 19.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.12.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 11.12.2019 კანონი №5462
- 05.07.2018 კანონი №3103
- 20.09.2013 კანონი №1268
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. ადამიანითსაჯარო ვაჭრობისსამართლის (ტრეფიკინგის)იურიდიული მსხვერპლთა,პირი დაზარალებულთა− დაცვისასახელმწიფო ზრუნვისა და დახმარებისტრეფიკინგის სახელმწიფომსხვერპლთა, ფონდიდაზარალებულთა დახმარების სააგენტო 1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით იქმნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი –− ადამიანითსახელმწიფო ვაჭრობისზრუნვისა (ტრეფიკინგის)და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფოსააგენტო ფონდი(შემდგომ (შემდგომში – ფონდი).სააგენტო). 2. ფონდისსააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 3. ფონდსსააგენტოს მართავს ფონდის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 4. ფონდისსააგენტოს საქმიანობის კოორდინაციის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შედიან შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ამავე სფეროს სპეციალისტები და მეცნიერები. 5. ფონდის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ფონდის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 6.5. ფონდისსააგენტო მიზანიაუზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემაგაცემას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების დაფინანსება.დაფინანსებას, 7.აგრეთვე ფონდისსაქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 6. სააგენტოს შემოსავლების წყაროებია: ა) სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები; ბ)>ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მიღებული სახსრები; გ) იურიდიული და ფიზიკური პირების შემოწირულებები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 15, 16/05/2006.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება