1. ადამიანით მოვაჭრეთა იდენტიფიცირებისა და მათ შესახებ არსებული ინფორმაციის სისტემატიზაციისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად იქმნება ერთიანი საინფორმაციო ბანკი, რომელშიც შეიტანება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულთან დაკავშირებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების, გამოძიების და სასამართლო განხილვის შედეგად ან/და საერთაშორისო კრიმინალური პოლიციიდან (ინტერპოლიდან) და სხვა შესაბამისი ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაცია.
2. ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის წესს, მასში შესატანი ინფორმაციის სახეებსა და შინაარსს, აგრეთვე შესაბამის ინფორმაციასთან დასაშვებ პირთა სიას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
3. ერთიან საინფორმაციო ბანკში შეტანილი ინფორმაცია საიდუმლო ინფორმაციაა და მისი გაცნობა და გაცემა ხდება საიდუმლო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. ერთიან საინფორმაციო ბანკში არსებული ინფორმაციის უნებართვო გამჟღავნება ისჯება კანონით.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 28.04.2006).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.03.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. ერთიანი საინფორმაციო ბანკი 1. ადამიანით მოვაჭრეთა იდენტიფიცირებისა და მათ შესახებ არსებული ინფორმაციის სისტემატიზაციისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად იქმნება ერთიანი საინფორმაციო ბანკი, რომელშიც შეიტანება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულთან დაკავშირებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების, წინასწარი გამოძიების და სასამართლო განხილვის შედეგად ან/და საერთაშორისო კრიმინალური პოლიციიდან (ინტერპოლიდან) და სხვა შესაბამისი ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაცია. 2. ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის წესს, მასში შესატანი ინფორმაციის სახეებსა და შინაარსს, აგრეთვე შესაბამის ინფორმაციასთან დასაშვებ პირთა სიას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 3. ერთიან საინფორმაციო ბანკში შეტანილი ინფორმაცია საიდუმლო ინფორმაციაა და მისი გაცნობა და გაცემა ხდება საიდუმლო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 4. ერთიან საინფორმაციო ბანკში არსებული ინფორმაციის უნებართვო გამჟღავნება ისჯება კანონით. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.3
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 15, 16/05/2006.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება