საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.04.2015 ძალადაკარგული 21.10.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№183
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.018568
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №183

2015 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ
+
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების საერთაშორისო ცენტრი.
+
მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს მთავრობამ. 
+
მუხლი 3
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების საერთაშორისო ცენტრი ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განათლების საერთაშორისო ცენტრის (სამსახური) უფლებამონაცვლედ.
+
მუხლი 4
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უზრუნველყოს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა.
+
მუხლი 5
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განათლების საერთაშორისო ცენტრმა (სამსახური) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების პროექტის მომზადება და მისი საქართველოს მთავრობის მიერ  2015 წლის 1 ივნისამდე დამტკიცების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
+
მუხლი 6
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - განათლების საერთაშორისო ცენტრს მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
მუხლი 7
1. დადგენილება, გარდა მე-5 მუხლისა, ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივნისიდან.

2. დადგენილების მე-5 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“, №183, 24.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018568 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2822843-1/