საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.04.2015 ძალადაკარგული 21.10.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№183
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.018568
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №183

2015 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ
+
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების საერთაშორისო ცენტრი.
+
მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13  დეკემბრის  დადგენილება №549 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.

+
მუხლი 3
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების საერთაშორისო ცენტრი ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განათლების საერთაშორისო ცენტრის (სამსახური) უფლებამონაცვლედ.
+
მუხლი 4
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უზრუნველყოს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13  დეკემბრის  დადგენილება №549 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.

+
მუხლი 5
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება 2017 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13  დეკემბრის  დადგენილება №549 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.

+
მუხლი 6
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - განათლების საერთაშორისო ცენტრს მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
მუხლი 7. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13  დეკემბრის  დადგენილება №549 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.

+
მუხლი 8
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის რეორგანიზაციას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №583 – ვებგვერდი, 29.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №460 – ვებგვერდი, 28.11.2023წ.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“, №183, 24.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018568 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2822843-3/