საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №183 |
|
2015 წლის 24 აპრილი ქ. თბილისი |
2. დადგენილების მე-5 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
+
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ
+
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების საერთაშორისო ცენტრი.
+
მუხლი 2🔗
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის დადგენილება №549 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №254 - ვებგვერდი, 08.08.2024წ.
+
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს მთავრობამ.
მუხლი 3🔗
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების საერთაშორისო ცენტრი ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განათლების საერთაშორისო ცენტრის (სამსახური) უფლებამონაცვლედ.
+
მუხლი 4🔗
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის დადგენილება №549 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №254 - ვებგვერდი, 08.08.2024წ.
+
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უზრუნველყოს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა.
მუხლი 5🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება 2017 წლის 1 იანვრამდე.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის დადგენილება №549 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.
+
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განათლების საერთაშორისო ცენტრმა (სამსახური) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების პროექტის მომზადება და მისი საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წლის 1 ივნისამდე დამტკიცების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 6🔗
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - განათლების საერთაშორისო ცენტრს მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
მუხლი 7. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის დადგენილება №549 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.
მუხლი 7🔗
+
მუხლი 8
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის რეორგანიზაციას ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №583 – ვებგვერდი, 29.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №460 – ვებგვერდი, 28.11.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №254 - ვებგვერდი, 08.08.2024წ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.10.2025.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“ მიღებულია 24.04.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №183. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.018568.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.10.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.10.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“, №183, 24.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018568 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2822843/