1. სახელმწიფო ენის დაცვის, ფუნქციონირებისა და განვითარების უმთავრესი გარანტი სახელმწიფოა.
2. სახელმწიფო ენის დაცვის გარანტიები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
3. სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტები სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში უზრუნველყოფენ სახელმწიფო ენის ფუნქციონირებისა და მისი სიწმინდის დაცვისთვის აუცილებელი ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნას.
4. სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის განხორციელებას.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 ორგანული კანონი №6871
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.10.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. სახელმწიფო ენის დაცვის გარანტიები 1. სახელმწიფო ენის დაცვის, ფუნქციონირებისა და განვითარების უმთავრესი გარანტი სახელმწიფოა. 2. სახელმწიფო ენის დაცვის გარანტიები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. 3. სახელმწიფო ორგანოები და ადგილობრივიმუნიციპალიტეტები თვითმმართველობის ორგანოები სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში უზრუნველყოფენ სახელმწიფო ენის ფუნქციონირებისა და მისი სიწმინდის დაცვისათვისდაცვისთვის აუცილებელი ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნას. 4. სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის განხორციელებას.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №330310016001571100 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.07.2019
პალატა უთითებს 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებულ „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის პირველი და მესამე პუნქტებზე, რომელთა შესაბამისად, სახელმწიფო ენის დაცვის, ფუნქციონირებისა და განვითარების უმთავრესი გარანტი სახელმწიფოა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო ენის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/08/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება