ა) სახელმწიფო ენა – ენა (ენები), რომელსაც (რომლებსაც) ეს სტატუსი საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული და რომელიც (რომლებიც), ისტორიული ტრადიციის შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების და საქართველოს მოქალაქეების, სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების ურთიერთობის ძირითადი საშუალებაა;
ბ) არასახელმწიფო ენა – სახელმწიფო ენის გარდა, ნებისმიერი ენა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მცხოვრები სხვა პირები პირად ცხოვრებაში თუ საჯაროდ სარგებლობენ;
გ) ეროვნული უმცირესობის ენა – არასახელმწიფო ენა, რომელსაც, ტრადიციულად, იყენებენ საქართველოს გარკვეულ ტერიტორიაზე კომპაქტურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები;
დ) სალიტერატურო ენა – სახელმწიფო ენის მწიგნობრული, ნორმირებული სახე, რომელიც ემსახურება ოფიციალურ-საქმიანი ურთიერთობების, განათლების, მეცნიერების, კულტურის, მასობრივი კომუნიკაციის ყველა სფეროს;
ე) სახელმწიფო ენის დეპარტამენტი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. იგი არის სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვისა და პოპულარიზაციის, ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და სპეციალურ ტერმინთა დადგენისა და დამკვიდრების უზრუნველმყოფი და სახელმწიფო ენის ერთიანი პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანო;
ვ) სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა – სახელმწიფო ენის განვითარების, ტექნოლოგიური უზრუნველყოფის, ნორმალიზაციისა და სტანდარტიზაციის ძირითად მიმართულებათა განმსაზღვრელი ერთიანი დოკუმენტი, რომელსაც შეიმუშავებს სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისია და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა;
ზ) ტრანსლიტერაცია – ერთი ენის ფონემის (ბგერის) მეორე ენის დამწერლობის ნიშნით გადმოცემ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.2015).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.09.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 3. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტებაგანმარტებაამ ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სახელმწიფო ენა – ენა (ენები), რომელსაც (რომლებსაც) ეს სტატუსი საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული და რომელიც (რომლებიც), ისტორიული ტრადიციის შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების და საქართველოს მოქალაქეების, სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების ურთიერთობის ძირითადი საშუალებაა; ბ) არასახელმწიფო ენა – სახელმწიფო ენის გარდა, ნებისმიერი ენა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მცხოვრები სხვა პირები პირად ცხოვრებაში თუ საჯაროდ სარგებლობენ; გ) ეროვნული უმცირესობის ენა – არასახელმწიფო ენა, რომელსაც, ტრადიციულად, იყენებენ საქართველოს გარკვეულ ტერიტორიაზე კომპაქტურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები; დ) სალიტერატურო ენა – სახელმწიფო ენის მწიგნობრული, ნორმირებული სახე, რომელიც ემსახურება ოფიციალურ-საქმიანი ურთიერთობების, განათლების, მეცნიერების, კულტურის, მასობრივი კომუნიკაციის ყველა სფეროს; ე) სახელმწიფო ენის დეპარტამენტი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. იგი არის სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვისა და პოპულარიზაციის, ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და სპეციალურ ტერმინთა დადგენისა და დამკვიდრების უზრუნველმყოფი და სახელმწიფო ენის ერთიანი პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანო; ვ) სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა – სახელმწიფო ენის განვითარების, ტექნოლოგიური უზრუნველყოფის, ნორმალიზაციისა და სტანდარტიზაციის ძირითად მიმართულებათა განმსაზღვრელი ერთიანი დოკუმენტი, რომელსაც შეიმუშავებს სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისია და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა; ზ) ტრანსლიტერაცია – ერთი ენის ფონემის (ბგერის) მეორე ენის დამწერლობის ნიშნით გადმოცემა.გადმოცემ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-39(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2025
…აფხაზური. სახელმწიფო ენა დაცულია ორგანული კანონით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ენა არის ენა (ენები), რომელსაც (რომლებსაც) ეს სტატუსი საქართველოს…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო ენის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/08/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება