1. საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებაა, სახელმწიფოს მოსთხოვოს სახელმწიფო ენის დაცვისათვის, შესწავლისა და განვითარებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი გარანტიების უზრუნველყოფა.
2. საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ამ კანონის შესაბამისად, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობა ჰქონდეს სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
3. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფო უზრუნველყოფს ეროვნული უმცირესობისთვის მიკუთვნებული პირის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე თარჯიმნის დახმარებით ურთიერთობას.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 ორგანული კანონი №6871
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.10.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. საქართველოს მოქალაქის უფლება-მოვალეობანი ენის გამოყენების სფეროში 1. საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებაა, სახელმწიფოს მოსთხოვოს სახელმწიფო ენის დაცვისათვის, შესწავლისა და განვითარებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი გარანტიების უზრუნველყოფა. 2. საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ამ კანონის შესაბამისად, სახელმწიფო და ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა ჰქონდეს სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. 3. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფო უზრუნველყოფს ეროვნული უმცირესობისათვისუმცირესობისთვის მიკუთვნებული პირის სახელმწიფო და ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებთან ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე თარჯიმნის დახმარებით ურთიერთობას.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-39(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2025
…ძირითადი საშუალებაა; ამავე მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, ეროვნული უმცირესობის ენა არის არასახელმწიფო ენა, რომელსაც, ტრადიციულად, იყენებენ საქართველოს გარკვეულ ტერიტორიაზე კომპაქტურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული…
- საქმე №ას-289-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2021
მხარემ მიუთითა „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებზე და მიიჩნია, რომ......
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო ენის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/08/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება