1. სახელმწიფო უზრუნველყოფს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სახელმწიფო ენაზე მიღებას. განათლების არასახელმწიფო და ეროვნული უმცირესობის ენებზე მიღების საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
2. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართული ენის (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ არააფხაზურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში – აგრეთვე აფხაზური ენის), როგორც საგნის, სწავლება სავალდებულოა.
3. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი არასახელმწიფოენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის პირებს შესთავაზოს ქართული ენის სპეციალური კურსი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული არააფხაზურენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – აგრეთვე აფხაზური ენის სპეციალური კურსი.
საქართველოს 2016 წლის 8
ივნისის კანონი
№
5374 - ვებგვერდი, 24.06.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 23
მარტის
კანონი
№501
- ვებგვერდი, 27.03.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.03.2017 კანონი №501
- 08.06.2016 კანონი №5374
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (08.06.2016 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. განათლების ენა 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლების სახელმწიფო ენაზე მიღებას. განათლების არასახელმწიფო და ეროვნული უმცირესობის ენებზე მიღების საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. [1. სახელმწიფო უზრუნველყოფს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სახელმწიფო ენაზე მიღებას. განათლების არასახელმწიფო და ეროვნული უმცირესობის ენებზე მიღების საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ( ამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან )] 2. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართული ენის (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ არააფხაზურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში – აგრეთვე აფხაზური ენის), როგორც საგნის, სწავლება სავალდებულოა. 3. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი არასახელმწიფოენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის პირებს შესთავაზოს ქართული ენის სპეციალური კურსი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული არააფხაზურენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – აგრეთვე აფხაზური ენის სპეციალური კურსი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო ენის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/08/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება