1. ოქმები და მტკიცებულებათა უზრუნველყოფის წესით შეკრებილი ყველა მასალა გაეგზავნება საქმის განმხილველ სასამართლოს.
2. თუ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა მოხდა სასამართლოში საქმის აღძვრამდე, უზრუნველყოფის დროს შედგენილი ოქმი და სხვა მასალები შეინახება სასამართლოში, რომლებიც შემდგომ, მხარეთა თხოვნით ან თვით სასამართლოს ინიციატივით, გადაეგზავნება იმ სასამართლოს, რომელიც განიხილავს საქმე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-738(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2023
…არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით), 103-ე მუხლისა (მტკიცებულებათა შეგროვება), 104-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 106-ე მუხლისა (ფაქტები, რომლებიც არ საჭიროებენ მტკიცებას), 109-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 110-ე მუხლისა, 116-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 118-ე, 119-ე, 126-ე და 131-ე–133-ე მუხლებისა, 134-ე მუხლის მე-2 (წერილობით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები) და 21 ნაწილებისა,…
- საქმე №050310017002210895 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 16.10.2018
…გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე კარის დებულებები, გარდა იმავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, 103-ე მუხლისა, 104-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 106-ე მუხლისა, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 110-ე მუხლისა, 116-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 118-ე, 119-ე, 126-ე და 131-ე–133-ე მუხლებისა, 134-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილებისა, 136-ე მუხლისა, 145-ე მუხლის პირველი ნაწილისა, 146-ე და 155-ე–157-ე მუხლებისა და 169-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება