მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით განცხადებულ შუამდგომლობაში უნდა აისახოს:
ა) მტკიცებულებანი, რომელთა უზრუნველყოფაც აუცილებელია;
ბ) გარემოებანი, რომელთა დასადასტურებლადაც საჭიროა ეს მტკიცებულებანი;
გ) მიზეზები, რომლებმაც აიძულა განმცხადებელი მიემართა შუამდგომლობით მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ;
დ) მოწინააღმდეგე მხარის გვარი, სახელი და მისამართი, თუ განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ შეტანილია სასამართლოში საქმის აღძვრამდე და განმცხადებელმა იცის, თუ ვინ შეიძლება იყოს მოწინააღმდეგე მხარ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ას-965-906-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.10.2012
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით, მე-4, 103-ე მუხლებით, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 91-ე, 112-ე, 103-ე და 113-ე და 120-ე მუხლებით და განმარტა, რომ დ. ტ-ის დაბადებისას, 1991 წლისათვის სადავო უძრავი ქონება წარმოადენდა ჟ.
- საქმე №ას-999-1250-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2006
საკასაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, მე-6 მუხლის პირველი ნაწილის, 105-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების, 106-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის, 109-ე მუხლის, 111-ე მუხლის პირველი ნაწილის, 112-ე, 134-ე, 135-ე, 140-ე, 266-ე მუხლების მოთხოვნები. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები…
- საქმე №3კ/884-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.01.2002
…საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლის შესაბამისად იმ პირს, რომელსაც საფუძველი აქვს იფიქროს, რომ მისთვის საჭირო მტკიცებულებათა წარდგენა შემდგომში შეუძლებელი ან ძნელი გახდება, შეუძლია, სთხოვოს სასამართლოს ამ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა. ამავე კოდექსის 112-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ განცხადებულ შუამგომლობაში უნდა აისახოს მტკიცებულებანი, რომელთა უზრუნველყოფაც აუცილებელია,…
- საქმე №3კ/687-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.10.2001
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენდა რა იურიდიულ პირს, მითითებული კოდექსის 112-ე მუხლის შესაბამისად, მას თანასაკუთრებაში შეეძლო ჰქონოდა საკუთრება სხვა იურიდიულ პირთან ერთად და ამავე კოდექსის 119-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების, ანუ საერთო წილად საკუთრებაზე უფლების მოსპობის აუცილებლობა არ არსებობდა.
- საქმე №010214319002836278 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.04.2019
…კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც საფუძველი აქვს იფიქროს, რომ მისთვის საჭირო მტკიცებულებათა წარდგენა შემდგომში შეუძლებელი ან ძნელი გახდება, შეუძლია სთხოვოს სასამართლოს ამ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა. ამავე კოდექსის 112-ე მუხლის თანახმად, განცხადების შინაარსი მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით განცხადებულ შუამდგომლობაში უნდა აისახოს: ა) მტკიცებულებანი, რომელთა უზრუნველყოფაც აუცილებელია;
- საქმე №100210018002263809 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 24.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება