1. მხარეებს, იმისგან დამოუკიდებლად, მონაწილეობდნენ თუ არა ისინი მტკიცებულებათა უზრუნველყოფაში, უფლება აქვთ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და მიუთითონ იმ ხარვეზებზე, რომლებსაც, მათი აზრით, ადგილი ჰქონდა უზრუნველყოფის დროს.
2. საქმის განხილვის დროს სასამართლოს შეუძლია დაადგინოს მტკიცებულებათა დამატებითი ან განმეორებითი უზრუნველყოფ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-342-329(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2008
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 395-ე მუხლით, 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;
- საქმე №ას-258-516-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.04.2008
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას მტკიცებულებათა დამატებით ან განმეორებით უზრუნველყოფის თაობაზე, პალატა განმარტავს რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 117-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებათა დამატებითი და განმეორებითი უზრუნველყოფა სასამართლოს შეუძლია დაადგინოს საქმის განხილვის დროს და არა საქმის წარმოების დასრულების შემდეგ.
- საქმე №3გ-ად-131-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2002
ამასთანავე, საგადასახადო ინსპექციის ოპერატიულ სამმართველოს ასეთი უფლებამოსილება, როგორც მოკვლევის ორგანოს, მინიჭებული ჰქონდა სსსკ 117 მუხლით, რომლის თანახმად, გამომძიებელს ეჭვმიტანილის ქონების დაყადაღება შეეძლო მოსამართლის დადგენილების საფუძველზე, რასაც ადგილი არ ჰქონია.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება