1. განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით. ასეთი განცხადების ზეპირი ფორმით წარდგენა დასაშვებია სასამართლოში საქმის განხილვის დროს.
2. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ ზეპირი განცხადებით აღძრული შუამდგომლობა შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №22I · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2007
მტკიცებულებების მოპოვებისა და შეფასების დროს დარღვეულია სსსკ-ის მე-19, 110-ე, 111-ე, 121-ე, 130-ე, 132-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ: ტ. ც-ძე არ იყო მტკიცებულებათა შეკრებისათვის უფლებამოსილი თანამდებობის პირი;
- საქმე №ას-999-1250-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2006
საკასაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, მე-6 მუხლის პირველი ნაწილის, 105-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების, 106-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის, 109-ე მუხლის, 111-ე მუხლის პირველი ნაწილის, 112-ე, 134-ე, 135-ე, 140-ე, 266-ე მუხლების მოთხოვნები. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის…
- საქმე №3კ/884-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.01.2002
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 111-ე და 219-ე მუხლის მოხოვნები: მან სააპელაციო სასამართლოს მიუთითა, რომ... მიწის მართვის სამმართველოში მიწის პრივატიზაციის საკითხებთან დაკავშირებით განუკითხაობა სუფევდა;
- საქმე №100210018002263809 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 24.09.2018
სასამართლოს უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა 1964 წლის რედაქციით მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 112-ე, 123-ე, 113-ე, 125, 128 მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე, 109-ე, 111-ე, 112-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60' მუხლი, საქართველოს კანონი,,საქ. მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის მოწმობისა და მოქალაქეთა პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება