1. სასამართლო დავალებას მოსამართლე ასრულებს ერთპიროვნულად.
2. დავალების შესრულების დროს შეკრებილი ყველა მასალა დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს საქმის განმხილველ სასამართლოს. თუ სასამართლო დავალებით უნდა მოხდეს ადგილზე დათვალიერება, დავალების შემსრულებელი მოსამართლე აცნობებს მხარეებს ადგილზე დათვალიერების დროსა და ადგილს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს დათვალიერების ჩატარებას.
3. თუ მხარეები ან მოწმეები, რომლებმაც ახსნა-განმარტებები ან ჩვენებები მისცეს დავალების შემსრულებელ მოსამართლეს, გამოცხადდებიან საქმის განმხილველ სასამართლოში, ისინი ახსნა-განმარტებებსა და ჩვენებებს მისცემენ საერთო წესით.
თავი XIV
მტკიცებულებათა უზრუნველყო
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 108. სასამართლო დავალების შესრულების წესი 1. სასამართლო დავალებას მოსამართლე ასრულებს ერთპიროვნულად. 2. დავალების შესრულების დროს შეკრებილი ყველა მასალა დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს საქმის განმხილველ სასამართლოს. თუ სასამართლო დავალებით უნდა მოხდეს ადგილზე დათვალიერება, დავალების შემსრულებელი მოსამართლე აცნობებს მხარეებს ადგილზე დათვალიერების დროსა და ადგილს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს დათვალიერების ჩატარებას. 3. თუ მხარეები ან მოწმეები, რომლებმაც ახსნა-განმარტებები ან ჩვენებები მისცეს დავალების შემსრულებელ მოსამართლეს, გამოცხადდებიან საქმის განმხილველ სასამართლოში, ისინი ახსნა-განმარტებებსა და ჩვენებებს მისცემენ საერთო წესით. თავი XIV.XIV მტკიცებულებათა უზრუნველყოფაუზრუნველყო
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ბს-1079-1041(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.12.2008
საქართველოს სსრ 1983 წლის საბინაო კოდექსის 104-ე, 106-ე, 108-ე მუხლების თანახმად, თუ სახლს ჩამოქცევის საფრთხე ემუქრებოდა, ამ მობინადრეებს უნდა მისცემოდათ სხვა კეთილმოწყობილი სადგომი იმავე დასახლებული პუნქტის ფარგლებში.
- საქმე №ბს-258-252(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.06.2008
იმ დროისათვის მოქმედი საქართველოს სსრ 1983 წლის საბინაო კოდექსის 104-ე, 106-ე, 108-ე მუხლების თანახმად, თუ სახლს ჩამოქცევის საფრთხე ემუქრებოდა, მობინადრეებს სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით უნდა მისცემოდათ სხვა კეთილმოწყობილი სადგომი იმავე დასახლებული პუნქტის ფარგლებში.
- საქმე №ბს-263-256(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.06.2008
იმ დროისათვის მოქმედი საქართველოს სსრ-ის 1983 წლის საბინაო კოდექსის 104-ე, 106-ე, 108-ე მუხლების თანახმად, თუ სახლს ჩამოქცევის საფრთხე ემუქრებოდა, მობინადრეებს სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით უნდა მისცემოდათ სხვა კეთილმოწყობილი სადგომი იმავე დასახლებული პუნქტის ფარგლებში.
- საქმე №3გ/ად-188-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.03.2001
…სამმართველოს ჰქონდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის კანონიერი უფლება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1960 წ.) 117-ე მუხლის მე-8 ნაწილი და სსსკ 124-ე მუხლი ითვალისწინებდნენ ამ სამსახურის უფლებამოსილებას საქმის აღძვრაზე, ამავე კოდექსის 108-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ნიშნების გამომჟღავნება წარმოადგენდა საქმის აღძვრის საფუძველს.
- საქმე №3გ/ად-170-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.11.2000
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ იმ დროს მოქმედი საქართველოს სსრ 1983 წლის საბინაო კოდექსის 50-ე, 51-ე, 103-ე, 106-ე და 108-ე მუხლების შესაბამისად, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის აღებისას, ამ სახლიდან (საცხოვრებელი სადგომიდან) გამოსახლებულ მოქალაქეებს სხვა კეთილმოწყობილ საცხოვრებელ სადგომს აძლევდა სახელმწიფო.
- საქმე №340210017002208133 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.01.2020
- საქმე №330310016001349648 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.04.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება