მუხლი 109. შუამდგომლობა მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლი · სსსკ 109
თავი XIV — მტკიცებულებათა უზრუნველყოფა
1. იმ პირს, რომელსაც საფუძველი აქვს იფიქროს, რომ მისთვის საჭირო მტკიცებულებათა წარდგენა შემდგომში შეუძლებელი ან ძნელი გახდება, შეუძლია სთხოვოს სასამართლოს ამ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა.
2. მტკიცებულებათა უზრუნველყოფა დასაშვებია სასამართლოში საქმის აღძვრამდე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
საქმე №ას-1143-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2025
…დასაბუთებას. 15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინებით რამდენად მართლზომიერად ეთქვა უარი მხარეს მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. 16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც საფუძველი აქვს იფიქროს, რომ მისთვის საჭირო მტკიცებულებათა წარდგენა შემდგომში შეუძლებელი ან ძნელი გახდება, შეუძლია სთხოვოს სასამართლოს ამ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა.
საქმე №ბს-738(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2023
…დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით), 103-ე მუხლისა (მტკიცებულებათა შეგროვება), 104-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 106-ე მუხლისა (ფაქტები, რომლებიც არ საჭიროებენ მტკიცებას), 109-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 110-ე მუხლისა, 116-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 118-ე, 119-ე, 126-ე და 131-ე–133-ე მუხლებისა, 134-ე მუხლის მე-2 (წერილობით მტკიცებულებებს…
…ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.05.2013 წლის საოქმო განჩინების უსწორობასთან დაკავშირებით და აღნიშნულთან მიმართებით, იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე, 109-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობა, რადგან საქმეში წარმოდგენილი იყო შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ 2012 წლის 4 ივნისის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა.
…162-ე მუხლის საფუძველზე ექსპერტიზის დანიშვნა, ამავე კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად მოსამართლე ი.პ-ძის საქმის განხილვისაგან ჩამოშორება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოსამართლე ი.პ-ძის მიერ ი.ა-შვილისა და ენერგოკომპანიის საქმეზე მიღებული განჩინების გამოთხოვა, კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა და მოწმეთა დაკითხვა.
საქმე №ბს-22-22(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.07.2008
მუხლით გათვალისწინებული დანამატი ნამსახური წლებისათვის 2005 წლის 1 აპრილიდან 2006 წლის 1 აპრილამდე - 1620 ლარს, ამავე კანონის 109-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლებისას კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგო - 1200 ლარს და გამოუყენებელი შვებულების დღეებისათვის - 305 ლარს, სულ - ყველა სახის დავალიანება ნ.
საქმე №ას-258-516-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.04.2008
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 109, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-109/