1. თუ მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს მიერ გამოსათხოვი ან შესამოწმებელი მტკიცებულებები სხვა ქალაქში ან რაიონშია და მათი წარმოდგენა თუ შემოწმება საქმის განმხილველ სასამართლოში შეუძლებელი ან ძნელია, სასამართლოს შეუძლია დასაბუთებული განჩინებით მტკიცებულებათა შეგროვება (შემოწმება) დაავალოს იმ სასამართლოს, რომლისთვისაც ტერიტორიულად ეს უფრო მოსახერხებელია.
2. სასამართლო დავალების შესახებ სასამართლო განჩინებაში მოკლედ უნდა ჩამოყალიბდეს განსახილველი საქმის შინაარსი, დასადგენი გარემოება და მტკიცებულებანი, რომლებიც უნდა შეაგროვოს (შეამოწმოს) დავალების შემსრულებელმა სასამართლომ, აგრეთვე დავალების შესრულების ვადა.
3. სასამართლო დავალების შესახებ განჩინების შესრულება სავალდებულოა და იგი უნდა შესრულდეს დანიშნულ ვადაშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(15)
- საქმე №ას-1104-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2021
სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 102-ე, 104-ე, 105-ე და 107-ე მუხლის მოთხოვნები და არასრულყოფილად შეაფასა არსებითი სახის სხვა ფაქტობრივი გარემოებები. პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებიდან და ეწინააღმდეგება მათ (ახსნა-განმარტებებს, წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს).
- საქმე №ბს-10(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.07.2020
კასატორის მითითებით, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 104-ე, 105-ე და 107-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან, გადაწყვეტილება დაეყრდნო ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც არ დასტურდებოდა შესაბამისი მტკიცებულებებით, არასრულყოფილად შეაფასა არსებითი სახის სხვა ფაქტობრივი გარემოება და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
- საქმე №ას-1749-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019
…მოთხოვნა. 8.2 საკასაციო საჩივრის პრეტენზიები შესაგებლისა და სააპელაციო საჩივრის იდენტურია (იხ. წინამდებარე განჩინების 4.1, 7.2 ქვეპუნქტები). 8.3 კასატორმა დამატებით განმარტა, რომ სასამართლომ სსსკ-ის 102-ე, 104-ე, 105-ე და 107-ე მუხლის მოთხოვნები დაარღვია. ფაქტობრივი გარემოებები არასრულყოფილად შეაფასა და სამართლებრივად არასწორად შეაფასა.
- საქმე №ას-1437-1357-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2018
სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-5, 102-ე, 104-ე, 105-ე და 107-ე მუხლები, არასრულყოფილად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (#ას-527-503-2016);
- საქმე №ას-634-605-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2016
სსსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის, 107-ე მუხლის, სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 709-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2012 წლის 07 ნოემბერს №121210513 სანოტარო აქტით,…
- საქმე №ას-874-824-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2015
- საქმე №ბს-435-430(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2013
- საქმე №ას-373-771-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.01.2007
- საქმე №ას-76-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №330210017001798703 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 02.05.2019
- საქმე №330210015791959 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 21.09.2018
- საქმე №330210115001122216 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 22.06.2018
- საქმე №340210015001204399 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 11.05.2018
- საქმე №330310017002136738 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.11.2019
- საქმე №010210017002201264 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 07.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება