1. ქმედუუნარო მოქალაქის, აგრეთვე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე მოქალაქის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები, მეურვეები და მზრუნველები, რომლებიც წარუდგენენ სასამართლოს თავიანთი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტებს.
2. კანონიერი წარმომადგენლები წარმოსადგენ პირთა სახელით ასრულებენ ყველა საპროცესო მოქმედებას, რომელთა შესრულების უფლებაც მიკუთვნებული აქვთ წარმომდგენთ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებით.
3. საქმეში, რომელშიც უნდა მონაწილეობდეს კანონით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობილი მოქალაქე, მის წარმომადგენლად მონაწილეობს პირი, რომელსაც გადაეცა სამართავად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონება.
4. საქმეში, რომელშიც უნდა მონაწილეობდეს გარდაცვლილის ან კანონით დადგენილი წესით გარდაცვალებულად ცნობილი პირის მემკვიდრე, თუ მემკვიდრეობა არავის მიუღია, მემკვიდრის წარმომადგენლად გამოდის სამკვიდრო ქონების დაცვისა და მართვისათვის დანიშნული პირი.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში კანონიერ წარმომადგენლებს შეუძლიათ სასამართლოში საქმის წარმოება მიანდონ ადვოკატს, რაც არ ართმევს უფლებას კანონიერ წარმომადგენელს თვითონაც მიიღოს მონაწილეობა საქმეში.
კარი მესამე
სასამართლო მტკიცებულებები # # #
თავი XIII
მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (14.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 101. კანონიერი წარმომადგენლები 1. ქმედუუნარო მოქალაქის, აგრეთვე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე მოქალაქის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები, მეურვეები და მზრუნველები, რომლებიც წარუდგენენ სასამართლოს თავიანთი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტებს. 2. კანონიერი წარმომადგენლები წარმოსადგენ პირთა სახელით ასრულებენ ყველა საპროცესო მოქმედებას, რომელთა შესრულების უფლებაც მიკუთვნებული აქვთ წარმომდგენთ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებით. 3. საქმეში, რომელშიც უნდა მონაწილეობდეს კანონით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობილი მოქალაქე, მის წარმომადგენლად მონაწილეობს პირი, რომელსაც გადაეცა სამართავად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონება. 4. საქმეში, რომელშიც უნდა მონაწილეობდეს გარდაცვლილის ან კანონით დადგენილი წესით გარდაცვალებულად ცნობილი პირის მემკვიდრე, თუ მემკვიდრეობა არავის მიუღია, მემკვიდრის წარმომადგენლად გამოდის სამკვიდრო ქონების დაცვისა და მართვისათვის დანიშნული პირი. 5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში კანონიერ წარმომადგენლებს შეუძლიათ სასამართლოში საქმის წარმოება მიანდონ ადვოკატს, რაც არ ართმევს უფლებას კანონიერ წარმომადგენელს თვითონაც მიიღოს მონაწილეობა საქმეში. კარი მესამე სასამართლო მტკიცებულებები # # # თავი XIII მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასებაშეფასე
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(16)
- საქმე №ას-1350-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2025
…მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ ადვოკატები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ქმედუუნარო მოქალაქის, აგრეთვე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე მოქალაქის უფლებებსა და…
- საქმე №ბს-1373(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2025
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი და პირობები, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე, 94-ე, 101-ე, 123-ე, 131-ე მუხლები და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე ვერ გაიზიარა მუნიციპალიტეტის მერიის ის განმარტება, რომ სადავო აქტებში ასახულ სამართალდარღვევას უნდა მიენიჭოს პრეიუდიციული მნიშვნელობა.
- საქმე №ას-162-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2024
…მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ ადვოკატები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ქმედუუნარო მოქალაქის, აგრეთვე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე მოქალაქის უფლებებსა და…
- საქმე №ას-824-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2023
…სახლის მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები (საძირკვლები, კარკასი, კედლები, საერთო სარგებლობის აივნები, სართულშუა გადახურვები, პარაპეტები (მოაჯირები), ლავგარდანები (კარნიზები), საწვიმარი მილები და ა. შ.). ამავე კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში…
- საქმე №ას-173-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2020
აპელანტთა პრეტენზიაზე, რომლის თანახმად, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ სოციალური მომსახურების სააგენტო არ ჩააბა საქმეში მათი უფლება დაირღვა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 81-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებზე, ასევე, იმავე კოდექსის 101-ე მუხლზე და განმარტა, რომ დავაში, როგორც არასრულწლოვანმა, ისე მცირეწლოვანმა, მონაწილეობა მიიღო კანონიერ წარმომადგენელთა მეშვეობით.
- საქმე №ას-818-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2019
- საქმე №ას-1239-1162-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2016
- საქმე №ას-1192-1121-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2016
- საქმე №ას-156-146-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2015
- საქმე №ას-1612-1513-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2013
- საქმე №ას-790-739-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2010
- საქმე №ა-1107-შ-23-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.09.2010
- საქმე №3კ/653-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.09.2001
- საქმე №3გ/ად-25კს-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.09.2001
- საქმე №330210016001271439 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.03.2018
- საქმე №160310018002252234 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 12.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება