1. სასამართლოს შეუძლია უარი თქვას იმ პირის პროცესში წარმომადგენლად დაშვებაზე, რომელიც არ არის ადვოკატი, თუ მიიჩნევს, რომ ამ უკანასკნელს არ გააჩნია საკმარისი მონაცემები იმისათვის, რომ წარმოადგინოს მხარე და დაიცვას მისი უფლებები.
2. ის მოქმედებები, რომლებიც საპროცესო წარმომადგენელმა გადაყენებამდე აწარმოვა, ძალაში რჩება.
3. სასამართლოს განჩინებაზე იმ პირის წარმომადგენლად დაშვებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც არ არის ადვოკატი, შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება №1/1/186 - სსმ IV, №9, 20.02.2004 წ., გვ.2
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2270 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (07.03.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 97. სასამართლოს უარი იმ პირის წარმომადგენლად დაშვებაზე, რომელიც არ არის ადვოკატი 1. სასამართლოს შეუძლია უარი თქვას იმ პირის პროცესში წარმომადგენლად დაშვებაზე, რომელიც არ არის ადვოკატი, თუ მიიჩნევს, რომ ამ უკანასკნელს არ გააჩნია საკმარისი მონაცემები იმისათვის, რომ წარმოადგინოს მხარე და დაიცვას მისი უფლებები. 2. სასამართლოს განჩინება ასეთი უარის შესახებ არ გასაჩივრდება. ის მოქმედებები, რომლებიც საპროცესო წარმომადგენელმა გადაყენებამდე აწარმოვა, ძალაში რჩება. ( ძალადაკარგულია მე-2 ნაწილის პირველი წინადადება – „სასამართლოს განჩინება ასეთი უარის შესახებ არ გასაჩივრდება“) - საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება №1/1/186 – სსმ IV, №9, 20.02.2004წ. გვ.2 3. სასამართლოს განჩინებაზე იმ პირის წარმომადგენლად დაშვებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც არ არის ადვოკატი, შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება №1/1/186 - სსმ IV, №9, 20.02.2004 წ., გვ.2 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2270 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.372მუხ.3
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(16)
- საქმე №ას-1026-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2024
…მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უარი თქვას იმ პირის პროცესში წარმომადგენლად დაშვებაზე, რომელიც არ არის ადვოკატი, თუ მიიჩნევს, რომ ამ უკანასკნელს არ გააჩნია საკმარისი მონაცემები იმისათვის, რომ წარმოადგინოს მხარე და დაიცვას მისი უფლებები.
- საქმე №ბს-1240(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2024
მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების წესი გათვალისწინებულია ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით, შესაბამისად, კასატორის მითითება სსსკ-ის 97.1 მუხლზე არარელევანტურია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
- საქმე №ა-2433-ა-7-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2020
მისი განმარტება, იმის თაობაზე, რომ კერძო საჩივრის შემომტანი პირი გათავისუფლდა სამსახურიდან დაუსაბუთებელია, რადგან სსსკ-ის 97-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ის მოქმედებები, რომლებიც საპროცესო წარმომადგენელმა გადაყენებამდე აწარმოა, ძალაში დარჩება.
- საქმე №ას-1263-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2020
იმ შემთხვევაშიც კი, თუ წარმომადგენელი მიჩნეული იქნებოდა არაკვალიფიცურად, მის მიერ განხორციელებული ქმედებები მაინც ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, რადგან, სსსკ-ის 97-ე მუხლის თანახმად, „სასამართლოს შეუძლია უარი თქვას იმ პირის პროცესში წარმომადგენლად დაშვებაზე, რომელიც არ არის ადვოკატი, თუ მიიჩნევს, რომ ამ უკანასკნელს არ გააჩნია საკმარისი მონაცემები იმისათვის, რომ წარმოადგინოს მხარე და დაიცვას მისი უფლებები.
- საქმე №ას-273-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2019
მოპასუხეების წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე თავად განაცხადა, რომ არ არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ამ განცხადებას ყურადღება არ მიაქცია და გააგრძელა სასამართლო პროცესი, რითაც დაარღვია სსსკ-ის 94-ე, 96-ე და 97-ე მუხლები და საქმეზე უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა. 32. კასატორმა სასამართლო პროცესზე იშუამდგომლა, სსსკ-ის 230-ე მუხლის შესაბამისად, გამოტანილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილელად, მაგრამ სასამართლომ უკანონოდ უარი უთხრა.
- საქმე №ას-105-105-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2018
- საქმე №ას-649-605-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2017
- საქმე №ას-24-24-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2016
- საქმე №ას-1049-1003-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2014
- საქმე №ბს-452-539(კს-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2013
- საქმე №ას-14-13-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2010
- საქმე №ბს-1482-1059(2კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2006
- საქმე №3გ/ად-9-ა-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.03.2002
- საქმე №080210118001523385 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 24.05.2019
- საქმე №190210114432003 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 11.05.2018
- საქმე №080210019002675157 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 28.06.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება