1. სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ:
ა) ადვოკატები;
ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლები – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე;
ბ1) სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციები − შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საქმეებზე;
გ) ერთ-ერთი თანამონაწილე – დანარჩენ თანამონაწილეთა დავალებით;
დ) სხვა ქმედუნარიანი პირები – მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში.
1. სასამართლოში წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც იმავე საქმეში ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეში მონაწილეობდა მედიატორად.
2. თუ დავის საგნის ღირებულება 500 000 ლარს აღემატება ან/და თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება და სამოქალაქო პროცესში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება მონაწილეობს, იგი მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოებაში ამ დაწესებულების წარმომადგენლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მოსამსახურის და საჯარო მოსამსახურის დანიშვნა (გარდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან ან/და საბაჟო კანონმდებლობიდან გამომდინარე დავისა). ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება უფლებამოსილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, იმავე საქმეზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიანიჭოს იმ საჯარო მოსამსახურეს, რომელიც აღნიშნულ დაწესებულებაში მუშაობს.
3. (ამოღებულია - 30.11.2018, №3811).
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1132 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.32
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66,03.12.2010 წ., მუხ.414
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4463-ვებგვერდი, 01.04.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5550 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 27
ოქტომბრის კანონი
№4370
- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21
დეკემბრის კანონი
№162
- ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3811 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4921 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6839 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6988 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 9-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6988
- 14.07.2020 კანონი №6839
- 18.09.2019 კანონი №4955
- 28.06.2019 კანონი №4921
- 30.11.2018 კანონი №3811
- 21.12.2016 კანონი №162
- 27.10.2015 კანონი №4370
- 20.12.2011 კანონი №5550
- 22.03.2011 კანონი №4463
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 94. პირები, რომლებიც შეიძლება იყვნენ წარმომადგენლებად სასამართლოში 1. სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ: ა) ადვოკატები; ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლები – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე; ბ1) სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციები − შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საქმეებზე; გ) ერთ-ერთი თანამონაწილე – დანარჩენ თანამონაწილეთა დავალებით; დ) სხვა ქმედუნარიანი პირები – მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში. 1 1. სასამართლოში წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც იმავე საქმეში ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეში მონაწილეობდა მედიატორად. 2. თუ დავის საგნის ღირებულება 500 000 ლარს აღემატება ან/და თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება და სამოქალაქო პროცესში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება მონაწილეობს, იგი მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოებაში ამ დაწესებულების წარმომადგენლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მოსამსახურის და საჯარო მოსამსახურის დანიშვნა (გარდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან ან/და საბაჟო კანონმდებლობიდან გამომდინარე დავისა). ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება უფლებამოსილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, იმავე საქმეზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიანიჭოს იმ საჯარო მოსამსახურეს, რომელიც აღნიშნულ დაწესებულებაში მუშაობს. 3. (ამოღებულია - 30.11.2018, №3811). 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1132 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.32 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66,03.12.2010 წ., მუხ.414
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(54)
- საქმე №ა-2030-შ-72-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.05.2026
…93-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. იმავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ ადვოკატები.
- საქმე №ას-1350-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2025
…თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ ადვოკატები.
- საქმე №ბს-1240(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
…მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას.
- საქმე №ას-733-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2025
…მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ ადვოკატები;
- საქმე №ბს-1373(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2025
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი და პირობები, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე, 94-ე, 101-ე, 123-ე, 131-ე მუხლები და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე ვერ გაიზიარა მუნიციპალიტეტის მერიის ის განმარტება, რომ სადავო აქტებში ასახულ სამართალდარღვევას უნდა მიენიჭოს პრეიუდიციული მნიშვნელობა.
- საქმე №ბს-709(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.12.2024
- საქმე №ბს-421(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2024
- საქმე №ას-151-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2024
- საქმე №ას-162-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2024
- საქმე №ას-1092-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2024
- საქმე №ბს-96(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2024
- საქმე №ას-600-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2024
- საქმე №ბს-895(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2024
- საქმე №ას-1580-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.11.2023
- საქმე №ას-1211-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2023
- საქმე №ას-1212-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2023
- საქმე №ას-1370-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2023
- საქმე №ას-1180-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.05.2023
- საქმე №ას-967-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2023
- საქმე №ას-867-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.04.2023
- საქმე №ას-14-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.03.2023
- საქმე №ას-958-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2022
- საქმე №ას-108-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.02.2022
- საქმე №ას-501-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2021
- საქმე №ას-78-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.06.2021
- საქმე №ას-529-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2020
- საქმე №ბს-799(კს-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
- საქმე №ას-273-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2019
- საქმე №ას-649-605-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2017
- საქმე №ას-1239-1162-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2016
- საქმე №ას-1276-1197-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2016
- საქმე №ას-677-644-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2015
- საქმე №ას-764-731-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.12.2014
- საქმე №ას-1116-1063-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2014
- საქმე №ას-972-933-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2014
- საქმე №ა-2972-შ-91-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.10.2014
- საქმე №ას-398-375-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2014
- საქმე №ას-568-539-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2013
- საქმე №ას-1082-1013-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.09.2012
- საქმე №ას-1614-1608-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2012
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 54-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება