1. მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს სასამართლოს მოტივირებული განცხადებით. ასეთი განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეიძლება გაკეთდეს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით. ზეპირი განცხადება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლო გამოიტანს განჩინებას მესამე პირის საქმეში მონაწილეობისათვის ჩაბმის ან ასეთ ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ.
2. მესამე პირის საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება გასაჩივრდება გადაწყვეტილებასთან ერთად.
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2360 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 90. მესამე პირის ჩაბმა საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით 1. მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს სასამართლოს მოტივირებული განცხადებით. ასეთი განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეიძლება გაკეთდეს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით. ზეპირი განცხადება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლო გამოიტანს განჩინებას მესამე პირის საქმეში მონაწილეობისათვის ჩაბმის ან ასეთ ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ. 2. მესამე პირის საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება გასაჩივრდება გადაწყვეტილებასთან ერთად. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2360 - სსმ I, №55, 27.12.2005წ.,27.12.2005 მუხ.376წ., მუხ.3
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(55)
- საქმე №ას-320-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2026
მხარეებმა შეთანხმებულად უარი განაცხადეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, რის გამოც მათ მოესპოთ მესამე პირად საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების უფლებაც, რადგან იგი საჩივრდება გადაწყვეტილებასთან ერთად [ სსსკ-ის 90.2 მუხლი ]. სააპელაციო პალატამ კი კანონის მხოლოდ ფორმალური განმარტებით განსახილველად არ მიიღო მათი სააპელაციო საჩივარი ისე, რომ არ გამოიკვლია რამდენად მოქმედებდა მათ უფლებებსა და ინტერესებზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
- საქმე №ას-60-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2026
სსსკ-ის 89-ე მუხლისა და 90-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხემ წარადგინა შუამდგომლობა საზედამხედველო კომპანიის, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, მესამე პირად ჩაბმის შესახებ.
- საქმე №ას-1067-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2026
…გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, ცნოს სარჩელი, უარი თქვას სარჩელზე ან მორიგდეს, აღძრას შეგებებული სარჩელი, მოითხოვოს სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება (იხ. სსსკ-ის 90-ე მუხლი). ამდენად საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირი სარგებლობს მთელი რიგი საპროცესო უფლებებითა და მოვალეობებით, თუმცა, მიმდინარე დავაში, მოპასუხის ნაცვლად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, არ შეიძლება დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი.
- საქმე №ას-292-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
…რადგან სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ. მესამე პირად დაშვების საკითხს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით წყვეტს სასამართლო. 25. ამავე კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს სასამართლოს მოტივირებული განცხადებით.
- საქმე №ას-333-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.07.2025
…საქმეში ჩაერთო მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე; 8.3.გორის რაიონული სასამართლოს 29.03.2024წ. მიღებული განჩინებით მ.გ–ძის არასრულწლოვანი შვილი საქმეში ჩაერთო თანამოპასუხედ (იხ., ტ.1. ს.ფ. 128, 129). 8.4.სსსკ-ის 89-ე და 90.1 მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სამართალწარმოების პროცესში მესამე პირის ჩართვა დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე დასაშვებია თვით დაინტერესებული პირის ან ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა.
- საქმე №ას-1512-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2025
- საქმე №ას-1360-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2024
- საქმე №ას-619-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2024
- საქმე №ას-1592-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2024
- საქმე №ას-1422-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2024
- საქმე №ბს-1377(2კ-22). · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2024
- საქმე №ას-459-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2022
- საქმე №ას-1003-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2022
- საქმე №ას-144-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2022
- საქმე №ას-900-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2022
- საქმე №ას-542-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2021
- საქმე №ას-1131-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2021
- საქმე №ა-4173-ბ-11-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2019
- საქმე №ას-1099-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2019
- საქმე №ბს-432-429(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.02.2019
- საქმე №ას-687-687-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2018
- საქმე №ას-256-256-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2018
- საქმე №ას-1135-1055-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.12.2017
- საქმე №ა-207-ბ-2-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2017
- საქმე №ას-605-564-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2017
- საქმე №ას-189-178-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.06.2017
- საქმე №ას-664-635-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2017
- საქმე №ას-1017-978-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.01.2017
- საქმე №ას-757-725-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2016
- საქმე №ას-300-285-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2016
- საქმე №ას-1051-991-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2015
- საქმე №ას-949-899-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2015
- საქმე №ას-261-248-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2015
- საქმე №ას-1234-1175-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2015
- საქმე №ას-734-696-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2014
- საქმე №ას-52-49-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2013
- საქმე №ბს-498-475(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.11.2012
- საქმე №ას-1822-1796-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.06.2012
- საქმე №ას-1073-1103-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.08.2011
- საქმე №ას-759-1085-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.11.2010
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 55-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება