სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 87-ე მუხლი · სსსკ 87
თავი X — საპროცესო თანამონაწილეობა
1. თანამონაწილენი სარგებლობენ ყველა იმ საპროცესო უფლებით, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად მინიჭებული აქვთ მხარეებს.
2. თანამონაწილეებს შეუძლიათ საქმის წარმოება ერთ-ერთ თანამონაწილეს მიანდონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თანამონაწილე არასრულწლოვანია, ანდა მას ჰყავს მეურვე ან მზრუნველი.
3. საქმის წარმოების მინდობა ერთ-ერთი თანამონაწილისათვის უნდა გაფორმდეს 96-ე მუხლით დადგენილი წესით.
თავი XI
მესამე პირები
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 87. თანამონაწილეთა საპროცესო უფლებები 1. თანამონაწილენი სარგებლობენ ყველა იმ საპროცესო უფლებით, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად მინიჭებული აქვთ მხარეებს. 2. თანამონაწილეებს შეუძლიათ საქმის წარმოება ერთ-ერთ თანამონაწილეს მიანდონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თანამონაწილე არასრულწლოვანია, ანდა მას ჰყავს მეურვე ან მზრუნველი. 3. საქმის წარმოების მინდობა ერთ-ერთი თანამონაწილისათვის უნდა გაფორმდეს 96-ე მუხლით დადგენილი წესით. თავი XI.XI მესამე პირები
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(21)
საქმე №ას-1003-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2023
ამ თვალსაზრისით გათვალისწინებული იქნა, რომ არც საქმის მასალებით ირკვევოდა და არც ქვემდგომ სასამართლოებს დაუდგენიათ საჩივრის ავტორის სახელზე სხვა თანამოპასუხეების მხრიდან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების საკითხი (სსსკ-ის 87-ე და 98-ე მუხლები)“ (შდრ: სუსგ №ას-555-526-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წ). 109. პროცესში თითოეული თანამონაწილე ინდივიდუალურ სუბიექტად გამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულის საპროცესო-სამართლებრივ ქმედებას მის მიმართ ინდივიდუალური ეფექტი აქვს.
საქმე №ას-1008-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2019
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 87-ე მუხლის თანახმად, თანამონაწილეები სარგებლობენ ყველა იმ საპროცესო უფლებებით, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად მინიჭებული აქვთ მხარეებს.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს არ მიუმართავს სასამართლოსათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 280-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლების რეალიზაციის მიზნით, უფრო მეტიც, მას საქმის წარმოება არც სხვა თანამონაწილეებისათვის მიუნდია ( სსსკ-ის 87.2 მუხლი) და არც წარმომადგენლის მეშვეობით საკუთარი უფლებების დაცვა არ უცდია ( სსსკ-ის 93-ე მუხლი), შესაბამისად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების წინაპირობები.
…კორესპოდენციის კანონით დადგენილი წესით ჩაუბარებლობის თაობაზე და უპირველესად აღნიშნავს, რომ არც კერძო საჩივრის ავტორებს მიუთითებით და არც საქმის მასალებით დასტურდება ის გარემოება, რომ თ.ა-მა, როგორც დავის თანამონაწილემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 87-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილი წესით საქმის წარმოება მიანდო სხვა თანამონაწილეებს, შესაბამისად, მათ არ გააჩნიათ უფლება, თ.ა-ის ნაცვლად წარადგინონ პრეტენზიები.
1.5.2. პალატა დამატებით განმარტავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მართალია სახეზეა მოპასუხეთა საპროცესო თანამონაწილეობა ( სსსკ-ის 86.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), თუმცა, საქმის მასალებით არ დგინდება ფაქტობრივი გრემოება იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 87-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თანამონაწილეებს ერთ-ერთი მათგანისათვის მინდობილი ჰქონდათ საქმის წარმოება სასამართლოში, აქვე…
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 87, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-87/