1. თითოეულ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ მხარეთა პაექრობის დაწყებამდე (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით). მესამე პირის სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით. მესამე პირისა და თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელის გადაწყვეტა ხდება ერთდროულად.
2. მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით სარგებლობენ მოსარჩელის ყველა უფლებით და მათ ეკისრებათ მისი ყველა მოვალეობა.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (23.06.2006 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 88. მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით 1. ყოველთითოეულ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ სასამართლოსმხარეთა მიერპაექრობის გადაწყვეტილებისდაწყებამდე გამოტანამდე (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით). მესამე პირის სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით. მესამე პირისა და თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელის გადაწყვეტა ხდება ერთდროულად. 2. მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით სარგებლობენ მოსარჩელის ყველა უფლებით და მათ ეკისრებათ მისი ყველა მოვალეობა. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(58)
- საქმე №ას-320-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2026
…ეთქვათ საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირებად ჩაბმაზე. სსსკ-ის 88-ე-89-ე მუხლები ერთმანეთისგან განასხვავებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირებს ასეთი უფლების არმქონე მესამე პირებისაგან. სსსკ-ის 88-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირი პრაქტიკულად გაიგივებულია მოსარჩელესთან, რადგან მას დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა გააჩნია.
- საქმე №ას-547-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2026
სსსკ-ის 88-ე და 89-ე მუხლების მიხედვით, ერთმანეთისგან გამიჯნულია მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებ მოთხოვნის უფლების არმქონე მესამე პირებისგან.
- საქმე №ას-669-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2025
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მესამე პირის ცნებასთან მიმართებით ყურადღება, უნდა გამახვილდეს სსსკ-ის 88-ე და 89-ე მუხლებზე, რომლებიც ერთმანეთისაგან განარჩევს მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებს და მოთხოვნის უფლების არმქონე მესამე პირებს.
- საქმე №ას-1560-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2025
გარდა ამისა, საკასაციო პალატის მითითებით, თუკი კერძო საჩივრის ავტორს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა ჰქონდა დავის საგნის ნაწილზე ან მთლიანად დავის საგანზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (თითოეულ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ მხარეთა პაექრობის დაწყებამდე (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით).
- საქმე №ას-1527-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2025
…კავშირში მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე-89-ე მუხლებზე. აღნიშნული ნორმები ერთმანეთისგან განასხვავებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირებს ასეთი უფლების არმქონე მესამე პირებისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირი პრაქტიკულად გაიგივებულია მოსარჩელესთან, რადგან მას დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა გააჩნია.
- საქმე №ას-149-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2024
- საქმე №ას-1529-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2024
- საქმე №ას-867-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2023
- საქმე №ას-173-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2021
- საქმე №ას-9-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.10.2020
- საქმე №ას-1567-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2020
- საქმე №ას-1771-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2020
- საქმე №ას-1662-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2020
- საქმე №ას-798-798-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.07.2018
- საქმე №ას-377-377-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2018
- საქმე №ას-1402-1322-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2018
- საქმე №ას-1316-1236-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2018
- საქმე №ას-623-595-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.09.2016
- საქმე №ას-300-285-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2016
- საქმე №ბს-739-731(კს-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.01.2016
- საქმე №ას-949-899-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2015
- საქმე №ას-487-463-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2015
- საქმე №ას-687-653-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.12.2013
- საქმე №ას-645-613-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.09.2013
- საქმე №ას-1346-1270-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2012
- საქმე №ას-1396-1317-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2012
- საქმე №ას-339-324-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2012
- საქმე №ას-285-269-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2011
- საქმე №ას-843-1129-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.10.2009
- საქმე №ას-130-408-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2008
- საქმე №ას-657-879-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2008
- საქმე №ას-605-943-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2008
- საქმე №ას-819-1183-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.08.2007
- საქმე №ას-753-1120-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2007
- საქმე №ას-238-571-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2007
- საქმე №ას-731-1101-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2007
- საქმე №ბს-463-440(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.12.2006
- საქმე №ას-705-1078-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2006
- საქმე №ბს-503-477(კს-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.11.2006
- საქმე №ას-187-609-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2006
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 58-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება