1. სასამართლოში საქმის წარმოების უფლებამოსილება წარმომადგენელს აძლევს უფლებას, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, საქმის არბიტრაჟისთვის გადაცემისა, სასამართლო მედიაციის პროცესში წარმომადგენლობისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლით გათვალისწინებული თითოეული საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
2. მხარის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება მიანდოს სხვა ადვოკატს ან მის თანაშემწეს.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1159 - ვებგვერდი, 12.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 09.12.2025 კანონი №1159
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 98. წარმომადგენლის უფლებამოსილება 1. უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებუფლებამოსილება უფლებასწარმომადგენელს აძლევს წარმომადგენელს,უფლებას, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის არბიტრაჟისთვის გადაცემისა, სასამართლო მედიაციის პროცესში წარმომადგენლობისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლშიმუხლით აღნიშნულიგათვალისწინებული თითოეული საპროცესო მოქმედების შესრულებისათვისშესრულებისთვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. 2. მხარის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება მიანდოს სხვა ადვოკატს ან მის თანაშემწეს. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(395)
- საქმე №ას-386-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2026
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლი ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფორმების პროცედურებს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლი კი, ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს. (იხ. ზ.ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, ნაწილი I, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2014, გვ.180-199).
- საქმე №ას-690-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.07.2026
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 2 ივნისის განჩინებით კასატორს მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 4045 ლარის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლის შესაბამისად რ.ხ–ვას სახელზე გაცემული რწმუნებულების ან შპს „ო.რ–ის“ დირექტორის მიერ ხელმოწერილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოსადგენად.
- საქმე №ას-791-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2026
…სანოტარო წესით დამოწმებულ N251527386 რწმუნებულებაზე (იხ. ტ.4, ს.ფ. 41-43), რომლის თანახმად, გ.თ–ძემ დ.ა–ს ხუთი წლის ვადით მიანიჭა უფლებამოსილება საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში დაიცვას მისი ინტერესები, ასევე მას მიანიჭა სსსკ-ის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სპეციალური უფლებამოსილებები, როგორიცაა - ნაწილობრივ ან მთლიანად უარის თქმა სარჩელზე, მორიგება, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება და ა.შ.
- საქმე №ას-476-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2026
ამდენად, როდესაც საპროცესო მხარის უფლებებს სასამართლოში იცავს მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომლის წარმომადგენლობა დადასტურებულია კანონის შესაბამისად გაცემული მინდობილობით (სსსკ-ის 96-ე, 98-ე მუხლები), სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლო უწყების გაგზავნას (და მის ჩაბარებას) ერთ-ერთი მათგანისათვის, მათ შორის - უწყების ჩაბარებას ტექნიკური (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და სხვა) საშუალებით.
- საქმე №ას-484-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.05.2026
…უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) ა.კ–ნის მიერ ო.ს–ის სახელზე გაცემული, სსსკ-ის 98-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი და სათანადო წესით დამოწმებული, ვადაში მოქმედი მინდობილობა საქართველოს უზენაესი სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით ან ა.კ–ნის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი დედნის სახით;
- საქმე №ას-358-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2026
- საქმე №ას-393-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2026
- საქმე №ას-577-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2026
- საქმე №ა-2030-შ-72-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.05.2026
- საქმე №ბს-1130(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2026
- საქმე №ა-5903-შ-132-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2026
- საქმე №ბს-747(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2026
- საქმე №ას-76-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
- საქმე №ას-820-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
- საქმე №ას-584-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
- საქმე №ბს-836(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2025
- საქმე №ას-833-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
- საქმე №ას-1078-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2025
- საქმე №ას-1032-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.10.2025
- საქმე №ას-691-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2025
- საქმე №ას-312-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2025
- საქმე №ბს-935(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2025
- საქმე №ას-56-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2025
- საქმე №ბს-221(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2025
- საქმე №ას-243-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2025
- საქმე №ას-733-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2025
- საქმე №ას-9-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.03.2025
- საქმე №ას-13-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2025
- საქმე №ას-102-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2025
- საქმე №ბს-1245(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2025
- საქმე №ბს-1029(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2024
- საქმე №ა-562-ბ-1-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
- საქმე №ას-1065-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2024
- საქმე №ბ-1250-6(ბ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2024
- საქმე №ას-1026-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2024
- საქმე №ას-151-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2024
- საქმე №ას-260-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.09.2024
- საქმე №ას-227-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2024
- საქმე №ას-608-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2024
- საქმე №ას-235-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2024
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 395-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება