სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლი · სსსკ 103
თავი XIII — მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება
1. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
2. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი.
3. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვთ.
4. საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს დაერთვება და მათ განიხილავს და შეამოწმებს სასამართლო ამ კოდექსის 225-ე მუხლით დადგენილი წესით. საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, ზეპირი მოსმენით.
საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2035 - ვებგვერდი, 29.03.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 07.03.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (23.12.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 103. მტკიცებულებათა შეგროვება 1. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. 2. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი. 3. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვთ. 4. საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს დაერთვება და მათ განიხილავს და შეამოწმებს სასამართლო ამ კოდექსის 225-ე მუხლით დადგენილი წესით. საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, ზეპირი მოსმენით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2452)
საქმე №ას-414-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
ამ მიმართებით პალატა მოიხმობს დადგენილ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლებზე მითითებით განმარტა მტკიცების ტვირთის როლი სამოქალაქო საპროცესო სამართალში და აღნიშნა, რომ მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას, არა მარტო…
საქმე №ბს-274(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2026
ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.
საქმე №ბს-274(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.07.2026
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 102-ე, 103-ე, 134-ე, 368-ე, 372-ე, 374-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ აპელანტები თავიანთ პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აღმოფხვრეს…
საქმე №ას-673-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.07.2026
…დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. 14. სსსკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103.1 მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის უნდა წარმოედგინა თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს საფუძველს შეუქმნიდა რწმენისათვის, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა საპატიო იყო.
საქმე №ას-1315-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2026
…მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
საქმე №ბს-360(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2026
საქმე №ბს-139(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.06.2026
საქმე №ას-1269-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2026
საქმე №ას-382-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2026
საქმე №ას-236-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2026
საქმე №ას-355-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.05.2026
საქმე №ბს-1199(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2026
საქმე №ას-1382-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2026
საქმე №ას-1025-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2026
საქმე №ას-178-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.04.2026
საქმე №ას-1467-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.04.2026
საქმე №ბს-818(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.03.2026
საქმე №ბს-992(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2026
საქმე №ბს-84(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2026
საქმე №ბს-892(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2026
საქმე №ბს-1215(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2026
საქმე №ას-564-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
საქმე №ას-1461-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
საქმე №ას-1598-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2026
საქმე №ას-1626-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2026
საქმე №ას-85-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2026
საქმე №ბს-1030(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2026
საქმე №ას-1419-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2026
საქმე №ბს-944(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2026
საქმე №ბს-781(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2025
საქმე №ბს-280(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2025
საქმე №ბს-1008(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2025
საქმე №ას-310-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
საქმე №ას-765-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
საქმე №ას-1310-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
საქმე №ას-149-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2025
საქმე №ას-185-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2025
საქმე №ას-551-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2025
საქმე №ას-617-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2025
საქმე №ას-570-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.10.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 2452-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
…აქტით საწარმოსათვის თანხების დარიცხვა დაუშვებელია, ხოლო დარიცხული თანხები ბათილად უნდა იქნას ცნობილი, მით უფრო იმ გადასახადებთან მიმართებაში, რომელთა შემოწმება კამერალური საგადასახადო შემოწმებით გათვალისწინებული არ იყო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არ აქვს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ.პ.ს. „-------“-ს საგადასახადო შემოწმების მოთხოვნით ოპერატიული საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს სასამართლოსათვის შუამდგომლობით არ მიუმართავს და შესაბამისად, არც მოსამართლის ბრძანება გაცემულა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არ აქვს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „--------“-ს საგადასახადო შემოწმების მოთხოვნით ოპერატიული საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს სასამართლოსათვის შუამდგომლობით არ მიუმართავს და შესაბამისად, არც მოსამართლის ბრძანება გაცემულა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არ აქვს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. აღნიშნულ ნორმათა ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს;
…მოქმედებების შესრულებას. ოფიციალობის პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მუხლი 4); სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მუხლი 19).
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 103, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-103/