1. წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მარწმუნებელი მუშაობს ან სწავლობს, იმ სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც მოქალაქე სამკურნალოდ იმყოფება, შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, თუ მინდობილობა სამხედრო მოსამსახურემ გასცა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) მოთავსებული პირის მიერ გაცემულ მინდობილობას ამოწმებს ამ დაწესებულების დირექტორი.
2. მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.
3. ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2717 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.54
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3531 – ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 1
ივნისის კანონი
№948
- ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3139
–
ვებგვერდი, 11.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 05.07.2018 კანონი №3139
- 01.06.2017 კანონი №948
- 01.05.2015 კანონი №3531
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.05.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 96. წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფორმება 1. წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მარწმუნებელი მუშაობს ან სწავლობს, იმ სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც მოქალაქე სამკურნალოდ იმყოფება, შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, თუ მინდობილობა სამხედრო მოსამსახურემ გასცა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) მოთავსებული პირის მიერ გაცემულ მინდობილობას ამოწმებს ამ დაწესებულების დირექტორი. 2. მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი. 3. ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2717 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.54
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(234)
- საქმე №ას-386-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2026
…პირის წარმომადგენლობას; გ) კანონისმიერ წარმომადგენლობას. ნებაყოფლობითი (სახელშეკრულებო) წარმომადგენლობა წარმოიშობა მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე დავალების ხელშეკრულების დადებით ( სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 709-ე მუხლი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლი ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფორმების პროცედურებს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლი კი, ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს.
- საქმე №ას-690-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.07.2026
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 2 ივნისის განჩინებით კასატორს მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 4045 ლარის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლის შესაბამისად რ.ხ–ვას სახელზე გაცემული რწმუნებულების ან შპს „ო.რ–ის“ დირექტორის მიერ ხელმოწერილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოსადგენად.
- საქმე №ას-476-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2026
ამდენად, როდესაც საპროცესო მხარის უფლებებს სასამართლოში იცავს მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომლის წარმომადგენლობა დადასტურებულია კანონის შესაბამისად გაცემული მინდობილობით (სსსკ-ის 96-ე, 98-ე მუხლები), სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლო უწყების გაგზავნას (და მის ჩაბარებას) ერთ-ერთი მათგანისათვის, მათ შორის - უწყების ჩაბარებას ტექნიკური (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და სხვა) საშუალებით.
- საქმე №ას-358-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2026
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 1 აპრილის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლის შესაბამისად, ა.რ–ოს სახელზე გაცემული რწმუნებულების ან შპს „მ.დ–ის“ დირექტორის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოსადგენად.
- საქმე №ბს-252(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2026
გასათვალისწინებელია, რომ სასამართლომ გზავნილები მხარის წარმომადგენელს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაუგზავნოს, როდესაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წესით შედგენილი დოკუმენტი სასამართლოში წარდგენილია.
- საქმე №ას-577-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2026
- საქმე №ა-2030-შ-72-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.05.2026
- საქმე №ბს-1207(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2026
- საქმე №ა-5903-შ-132-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2026
- საქმე №ბ-1248-2(ა-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2026
- საქმე №ბს-1213(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.01.2026
- საქმე №ას-76-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
- საქმე №ას-584-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
- საქმე №ბს-1032(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.11.2025
- საქმე №ბს-1062(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2025
- საქმე №ას-312-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2025
- საქმე №ბს-663(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
- საქმე №ბს-661(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.09.2025
- საქმე №ბს-531(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.07.2025
- საქმე №ას-243-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2025
- საქმე №ბს-254(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2025
- საქმე №ბს-1196(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2025
- საქმე №ას-733-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2025
- საქმე №ბს-955(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2025
- საქმე №ას-1550-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2025
- საქმე №ბს-1029(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2024
- საქმე №ა-562-ბ-1-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
- საქმე №ას-151-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2024
- საქმე №ას-911-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.09.2024
- საქმე №ას-227-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2024
- საქმე №ას-1371-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2024
- საქმე №ა-562-ბ-1-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2024
- საქმე №ას-1518-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.03.2024
- საქმე №ას-167-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2024
- საქმე №ას-600-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2024
- საქმე №ბს-895(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2024
- საქმე №ას-1534-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2024
- საქმე №ა-6266-შ-186-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2023
- საქმე №ას-1580-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.11.2023
- საქმე №ას-1211-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2023
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 234-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება