სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 246-ე მუხლი · სსსკ 246
თავი XXVII — სასამართლო გადაწყვეტილება
1. თუ სადავოა სასარჩელო მოთხოვნის როგორც ფაქტობრივი საფუძველი, ასევე ამ მოთხოვნის მოცულობა (ოდენობა), სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს წინასწარი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის შესახებ.
2. ასეთი წინასწარი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის წესით. კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მას ექნება პრეიუდიციული ძალა სასამართლოს მეორე გადაწყვეტილებისათვის, რომელიც მოთხოვნის მოცულობას განსაზღვრავ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(16)
საქმე №ას-659-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.05.2026
საგულისხმოა, რომ დავის გადაწყვეტის მოცულობის მიხედვით გამოიყოფა საბოლოო ( სსსკ-ის 243-ე მუხლი), ნაწილობრივი ( სსსკ-ის 245-ე მუხლი) და წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 246-ე მუხლი). საბოლოო გადაწყვეტილება სრულად და ამომწურავად წყვეტს სასარჩელო მოთხოვნას; ნაწილობრივი გადაწყვეტილება წყვეტს დავის მხოლოდ ნაწილს, ხოლო წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება მიიღება სარჩელის ერთ-ერთი ელემენტის - მისი საფუძვლის მიმართ და ადგენს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებზეც მოთხოვნაა დაფუძნებული (იხ.
საქმე №ას-881-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.10.2025
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იცნობს არსებითად საქმის გადაწყვეტისას მიღებულ დადგენილების სხვადასხვა სახეებს, როგორებიცაა მაგალითად საბოლოო გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 243-ე მუხლი), ნაწილობრივი გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 245-ე მუხლი), წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 246-ე მუხლი), დამატებითი გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 261-ე მუხლი) და განსახილველი საქმის მიზნებისთვის - დაუსწრებელი გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 229-ე მუხლი).
საქმე №ას-1583-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2025
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იცნობს არსებითად საქმის გადაწყვეტისას მიღებულ დადგენილების სხვადასხვა სახეებს, როგორებიცაა მაგალითად საბოლოო გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 243-ე მუხლი), ნაწილობრივი გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 245-ე მუხლი), წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 246-ე მუხლი), დამატებითი გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 261-ე მუხლი) და განსახილველი საქმის მიზნებისთვის - დაუსწრებელი გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 229-ე მუხლი).
…ნაკლის აღმოფხვრისათვის შპს „N.C“-ს შემკვეთმა 19 150 ლარი გადაუხადა, რომელზეც უკვე იმსჯელა საქალაქო სასამართლომ (იხ. წინამდებარე განჩინების 19.10.1 ქვეპუნქტი). 19.18 საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებების თაობაზე სსსკ-ის 246-ე მუხლზე „თუ სადავოა სასარჩელო მოთხოვნის როგორც ფაქტობრივი საფუძველი, ასევე ამ მოთხოვნის მოცულობა, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს წინასწარი გადაწყვეტილება…
კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 246-ე მუხლის მეორე ნაწილი და 266-ე მუხლი. 26. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანების დანართი 10-ის, №3 ცხრილის მე-4 და მე-9 პუნქტების შინაარსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 246, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-246/