1. თუ ერთ სარჩელში გაერთიანებული რამდენიმე მოთხოვნიდან, აგრეთვე რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი გარკვეულია და მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით გამოიტანოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის მიმართ.
2. ნაწილობრივი გადაწყვეტილება, დაინტერესებული მხარის თხოვნით, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც აღძრული იყო შეგებებული სარჩელი, გარკვეულია და გადაწყვეტილების გამოსატანად მომზადებულია ერთ-ერთი – სარჩელი ან შეგებებული სარჩელ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(26)
- საქმე №ას-659-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.05.2026
საგულისხმოა, რომ დავის გადაწყვეტის მოცულობის მიხედვით გამოიყოფა საბოლოო ( სსსკ-ის 243-ე მუხლი), ნაწილობრივი ( სსსკ-ის 245-ე მუხლი) და წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 246-ე მუხლი). საბოლოო გადაწყვეტილება სრულად და ამომწურავად წყვეტს სასარჩელო მოთხოვნას;
- საქმე №ას-881-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.10.2025
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იცნობს არსებითად საქმის გადაწყვეტისას მიღებულ დადგენილების სხვადასხვა სახეებს, როგორებიცაა მაგალითად საბოლოო გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 243-ე მუხლი), ნაწილობრივი გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 245-ე მუხლი), წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 246-ე მუხლი), დამატებითი გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 261-ე მუხლი) და განსახილველი საქმის მიზნებისთვის - დაუსწრებელი გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 229-ე მუხლი).
- საქმე №ას-1583-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2025
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იცნობს არსებითად საქმის გადაწყვეტისას მიღებულ დადგენილების სხვადასხვა სახეებს, როგორებიცაა მაგალითად საბოლოო გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 243-ე მუხლი), ნაწილობრივი გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 245-ე მუხლი), წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 246-ე მუხლი), დამატებითი გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 261-ე მუხლი) და განსახილველი საქმის მიზნებისთვის - დაუსწრებელი გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 229-ე მუხლი).
- საქმე №ბს-234-234(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.09.2018
თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ერთ სარჩელში გაერთიანებული რამდენიმე მოთხოვნიდან, აგრეთვე რამდენიმე მოსარჩელის მიერ…
- საქმე №ბს-83-83(კ-კს-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.04.2018
ამასთან შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მართალია, წარდგენილია საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, თუმცა კანონით დადგენილ ათდღიან ვადაში და საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 245-ე მუხლის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს აძლევდა შესაძლებლობას განეხილა და არსებითად გადაეწყვიტა შეგებებული სააპელაციო საჩივრით დაყენებული მოთხოვნა.
- საქმე №ას-97-91-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2015
- საქმე №ას-1354-1192-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2011
- საქმე №ბს-193-189(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.11.2008
- საქმე №3კ-210 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.03.2001
- საქმე №831310017001895095 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 27.09.2018
- საქმე №190210016001604985 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.05.2018
- საქმე №330210017001803271 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.05.2018
- საქმე №330210019003176168 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2020
- საქმე №020310019002871710 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 23.01.2020
- საქმე №020210119002916561 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 14.06.2019
- საქმე №020210019002900062 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 14.06.2019
- საქმე №330210019002832803 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.05.2019
- საქმე №330210018002748249 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.04.2019
- საქმე №010210118002505683 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 28.01.2019
- საქმე №080210017002013254 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 06.12.2018
- საქმე №020310018002691604 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 25.10.2018
- საქმე №330210018002327171 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.09.2018
- საქმე №150210018002496978 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 10.09.2018
- საქმე №190210017002093683 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 17.07.2018
- საქმე №190210017002093683 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 21.06.2018
- საქმე №340210017002170648 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 24.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება