1. გადაწყვეტილება შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან.
2. გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში აღინიშნება მისი გამოტანის დრო და ადგილი, გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა, სასამართლო სხდომის მდივანი, მხარეები, წარმომადგენლები, დავის საგანი.
3. გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მოკლედ უნდა მიეთითოს მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხის პოზიცია მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას.
4. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
5. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1919 – ვებგვერდი, 24.10.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.10.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.10.2022 კანონი №1919
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10765)
- საქმე №ას-620-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2026
ყოველივე აღნიშნულით კი, დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნა, რომლითაც სასამართლოს დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებული უნდა იყოს.
- საქმე №ბს-1068(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2026
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორები მიუთითებენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 249-ე, 393-ე, 394-ე მუხლებზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მიიჩნევენ, რომ…
- საქმე №ას-659-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.05.2026
სსსკ-ის 246-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის სისტემური განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ კანონმდებელი ერთმანეთისაგან განასხვავებს წინასწარ (შუალედურ) და საბოლოო გადაწყვეტილებას არა მხოლოდ მათი სამართლებრივი შედეგების, არამედ სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის თვალსაზრისითაც.
- საქმე №ას-1247-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2026
სასამართლოსთვის მინიჭებული ამგვარი ლეგიტიმური უფლება გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებიდან, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე.
- საქმე №ას-1160-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
ყოველივე აღნიშნულით კი, დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნა, რომლითაც სასამართლოს დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებული უნდა იყოს.
- საქმე №ას-1438-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2026
- საქმე №ბს-1072(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2026
- საქმე №ას-846-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.11.2025
- საქმე №ბს-827(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.11.2025
- საქმე №ას-1038-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2025
- საქმე №ას-59-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
- საქმე №ბს-611(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
- საქმე №ა-3743-გან-7-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.07.2025
- საქმე №ას-545-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2025
- საქმე №ბს-533(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2025
- საქმე №ას-1553-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2025
- საქმე №ას-638-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2025
- საქმე №ას-7-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2025
- საქმე №ბს-1339(2კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2025
- საქმე №ას-1143-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.02.2025
- საქმე №ა-5702-შ-174-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2024
- საქმე №ას-1063-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2024
- საქმე №ა-3913-შ-100-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2024
- საქმე №ას-1-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.10.2024
- საქმე №ას-157-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2024
- საქმე №ას-848-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2024
- საქმე №ას-1133-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
- საქმე №ას-1279-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.06.2024
- საქმე №ბს-100(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.06.2024
- საქმე №ბს-1308(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.04.2024
- საქმე №ა-1351-შ-33-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2023
- საქმე №ას-911-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2023
- საქმე №ა-3821-შ-96-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2023
- საქმე №ას-829-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2023
- საქმე №ა-6576-შ-161-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2023
- საქმე №ბს-47(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
- საქმე №ას-1038-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2023
- საქმე №ა-3587-გან-19-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2023
- საქმე №ბს-716(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2023
- საქმე №ას-279-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2023
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 10765-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება