კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან:
I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ.
შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.
შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ.
II. მეორე რიგში – გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა.
III. მესამე რიგში – ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან.
IV. მეოთხე რიგში – ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები და მამიდები.
V. მეხუთე რიგში – ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, ხოლო თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ მათი შვილები.
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.4
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(688)
- საქმე №ას-1037-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2026
სამოქალაქო კოდექსი ადგენს კანონით მემკვიდრეების რიგითობას, თუ როგორ უნდა განაწილდეს სამკვიდრო ქონება მემკვიდრეებს შორის - კერძოდ, 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
- საქმე №ას-1238-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2026
კანონით მემკვიდრეობის დროს კი, სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის შესაბამისად, თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
- საქმე №ას-711-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2025
სამოქალაქო კოდექსი ადგენს კანონით მემკვიდრეების რიგითობას, თუ როგორ უნდა განაწილდეს სამკვიდრო ქონება მემკვიდრეებს შორის - კერძოდ, 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
- საქმე №ას-338-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
…მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან. სსკ-ის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. სსკ-ის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე. სსკ-ის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები.
- საქმე №ას-1376-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2025
1-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლებზე და განმარტა, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის და სარჩელის ფარგლებში დასადგენი იყო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1) მამკვიდრებლის, ი.
- საქმე №2კ-364აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.10.2025
- საქმე №ას-1150-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
- საქმე №ას-1119-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2025
- საქმე №ას-258-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2025
- საქმე №ას-401-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2025
- საქმე №ას-217-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2025
- საქმე №ას-311-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2025
- საქმე №ას-1537-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2025
- საქმე №ას-797-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2025
- საქმე №ას-1389-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2025
- საქმე №ას-1463-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2025
- საქმე №ას-1460-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2024
- საქმე №ას-1644-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2024
- საქმე №ას-836-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2024
- საქმე №ას-858-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.10.2024
- საქმე №ას-420-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2024
- საქმე №ას-990-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2024
- საქმე №ას-9-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2024
- საქმე №ას-481-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2024
- საქმე №ას-618-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2024
- საქმე №ას-899-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2024
- საქმე №ბს-267(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2024
- საქმე №ას-774-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
- საქმე №ას-171-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2023
- საქმე №ას-35-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2023
- საქმე №ას-1099-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2023
- საქმე №ას-1254-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2023
- საქმე №ას-1506-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2023
- საქმე №ბს-246(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2023
- საქმე №ას-1310-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2023
- საქმე №ას-1337-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
- საქმე №ას-655-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
- საქმე №ას-1604-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2023
- საქმე №ას-257-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.03.2023
- საქმე №ას-1003-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2023
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 688-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება