არაშრომისუნარიან პირებს, რომლებიც მამკვიდრებლის რჩენაზე იყვნენ და დამოუკიდებლად თავის შენახვა არ შეუძლიათ, თუ მათ შესახებ ანდერძში მითითებული არ არის, უფლება აქვთ მოითხოვონ სარჩო (ალიმენტი) სამკვიდროდან. თანხის ოდენობა, რაც გადახდილ უნდა იქნეს სარჩოს სახით, შეიძლება შემცირდეს სამკვიდროს აქტივის მოცულობის გათვალისწინები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1338. არაშრომისუნარიან პირთა უფლებები მემკვიდრეობისას
სამოქალაქო კოდექსის 1338-ე მუხლი · სკ 1338
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-82-2026
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება სამოქალაქო კოდექსის 1338-ე მუხლის თაობაზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი საფუძვლები აღნიშნული ნორმის წინაპირობებს არ ქმნიდა და მოცემულ საქმეში ამ ნორმის გამოყენება მართებულად არ მოხდა.
- საქმე №ას-942-2020
სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 1338-ე მუხლი. ამ მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
- საქმე №ას-1405-1420-2011
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება და ჩათვალა, რომ სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1330-ე, 1338-ე, 1306-ე, 1433-ე მუხლებით, 141-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1424-ე და 1336-ე მუხლებით. პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ…
- საქმე №ას-589-557-2011
პ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის განხილვისას არ გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 144-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 1513-ე, 1515-ე და 1338-ე მუხლები, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებულ სასამართლო პრაქტიკას.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1332. ქონება, რომელიც სამკვიდროში არ შედის
- მუხლი 1333. ანდერძით გათვალისწინებული უძრავი ქონების გაზრდის შედეგები
- მუხლი 1334. თანამემკვიდრეები
- მუხლი 1335. სამკვიდროდან ნივთის გამოთხოვის უფლება
- მუხლი 1336. კანონით მემკვიდრეები
- მუხლი 1337. რიგითობა კანონით მემკვიდრეობისას
- მუხლი 1339. ცოცხლად დარჩენილი მეუღლის უფლება თანასაკუთრების წილზე
- მუხლი 1340. განქორწინებულ მეუღლეთა მდგომარეობა მემკვიდრეობისას
- მუხლი 1341. მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა განქორწინებისას
- მუხლი 1342. მემკვიდრეობის უფლების დაკარგვა ქორწინების ბათილობის გამო
- მუხლი 1343. უმკვიდრო ქონების გადასვლა სახელმწიფოზე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1338, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1338/