თუ მემკვიდრე რამდენიმეა, მათ შორის სამკვიდროს გაყოფამდე იგი ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს. ამ ქონებიდან შეიძლება გადახდილ იქნეს მამკვიდრებლის მოვლისა და უკანასკნელი ავადმყოფობის მკურნალობის, დაკრძალვის, სამკვიდროს დაცვისა და მართვის, ხელფასის გასტუმრების, ანდერძის აღსრულების აუცილებელი ხარჯები. ეს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს სამკვიდროს ღირებულებიდან ყველა სხვა, მათ შორის, იპოთეკისა და სხვა გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნების უპირატესა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1334. თანამემკვიდრეები
სამოქალაქო კოდექსის 1334-ე მუხლი · სკ 1334
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №2კ-364აპ.-25
…გარდაცვალების ფაქტი და შვილების ინფორმირებულობა მხარეთა შორის სადავო არ არის). ამავე კანონის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლის შვილები; 1334-ე მუხლის პირველი ნაწილით – თუ მემკვიდრე რამდენიმეა, მათ შორის სამკვიდროს გაყოფამდე იგი ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს;
- საქმე №ას-71-2022
ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება), 1334-ე მუხლიდან (თუ მემკვიდრე რამდენიმეა, მათ შორის სამკვიდროს გაყოფამდე იგი ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.
- საქმე №ას-954-2021
…წილის პროპორციულად. თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს. მამკვიდრებლის ვალებისათვის პასუხისმგებელი არიან სავალდებულო წილის მიმღები მემკვიდრეებიც. სსკ-ის 1334-ე მუხლის შესაბამისად, თუ მემკვიდრე რამდენიმეა, მათ შორის სამკვიდროს გაყოფამდე იგი ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.
- საქმე №ას-708-662-2017
…ცნობილი. 8.4.4. სადავო ბინის რემონტისა და მამკვიდრებლის დასაფლავებისთვის გაწეულ ხარჯებზე მსჯელობისას სასამართლომ დაასკვნა, რომ მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეები არიან მეორე მოპასუხე (შვილი) და თავდაპირველი მოსარჩელე. სსკ-ის 1334-ე მუხლის შესაბამისად, „თუ მემკვიდრე რამდენიმეა, მათ შორის სამკვიდროს გაყოფამდე, იგი ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.
- საქმე №ას-253-240-2015
სააპელაციო საჩივარში აპელანტი მიუთითებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 4 მარტის განჩინებაზე და აღნიშნავდა, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, რომელიც გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის 1334–ე მუხლით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლოს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, მიუხედავად მოსარჩელის მიერ ხარჯების გაღების დამადასტურებელი მტკიცებულებების სრულად წარუდგენლობისა.
- საქმე №ას-409-386-2014
- საქმე №ას-1460-1378-2012
- საქმე №ას-1243-1172-2012
- საქმე №ას-965-906-2012
- საქმე №ას-1202-1222-2011
- საქმე №ას-1281-1301-2011
- საქმე №ას-614-577-2011
- საქმე №ას-40-39-2010
- საქმე №ას-56-55-2010
- საქმე №ას-411-750-05
- საქმე №3კ/537-02
- საქმე №3კ/200-01
- საქმე №ას-1984-2018
- საქმე №330210017001811355
- საქმე №100210019002622722
- საქმე №190210114432003
- საქმე №200210116001421411
- საქმე №080210015001062159
- საქმე №110210119003105930
- საქმე №100210019003205805
- საქმე №340210017002114320
- საქმე №080210017002117690
- საქმე №330210018002519549
- საქმე №140210017001774756
- საქმე №100210018002622722
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1328. სამკვიდრო ქონება
- მუხლი 1329. მომავალი ქონება
- მუხლი 1330. პირადი ხასიათის უფლება-მოვალეობათა მემკვიდრეობით გადაცემის დაუშვებლობა
- მუხლი 1331. მამკვიდრებლის არაქონებრივი უფლებების დაცვა
- მუხლი 1332. ქონება, რომელიც სამკვიდროში არ შედის
- მუხლი 1333. ანდერძით გათვალისწინებული უძრავი ქონების გაზრდის შედეგები
- მუხლი 1335. სამკვიდროდან ნივთის გამოთხოვის უფლება
- მუხლი 1336. კანონით მემკვიდრეები
- მუხლი 1337. რიგითობა კანონით მემკვიდრეობისას
- მუხლი 1338. არაშრომისუნარიან პირთა უფლებები მემკვიდრეობისას
- მუხლი 1339. ცოცხლად დარჩენილი მეუღლის უფლება თანასაკუთრების წილზე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1334, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1334/