1. თუ მოანდერძემ არასწორად დაუტოვა მემკვიდრეს ნივთი, ამ ნივთის მესაკუთრეს უფლება აქვს გამოითხოვოს იგი საერთო წესის მიხედვით.
2. თუ გარდაცვლილის ქონებაში ფარულად არის სხვა პირის ქონება, აუცილებელია ქონების ამ ნაწილის გამოვლენა და გადაცემა სათანადო პირისათვის.
თავი მეორე
მემკვიდრეობა კანონ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №ას-844-844-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.01.2019
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ სამოქალაქო კოდექსის 1335-ე მუხლის მე-2 ნაწილის ჩანაწერი უშვებდა სამკვიდრო მასაში შემავალი, მამკვიდრებლის სახელზე რეგისტრირებული, ქონების მიმართ საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის შესუსტების შესაძლებლობას.
- საქმე №ას-1281-1301-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2011
თ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, სარჩელი 6197 ლარის ნაწილში ცნო, დანარჩენ ნაწილში კი მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1335-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც მოცემულ დავას არეგულირებდა. სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო 65 ცალი ოქროს მონეტა არ შედიოდა გ.
- საქმე №ას-1281-1128-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2011
ი-ოვამ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1483-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, უნდა გამოეყენებინა ამავე კოდექსის 1170-ე მუხლი და 1335-ე მუხლის მე-2 ნაწილი. სასამართლოებმა გადაწყვეტილებებში მიუთითეს, რომ ვალი უნდა დაიფაროს ფ. ი-ოვის კუთვნილი წილიდან და, აქედან გამომდინარე, აუქციონზე უნდა გატანილიყო მხოლოდ მისი წილი ქონება, მიუხედავად ამისა, გაიყიდა მოსარჩელის წილიც, რომელიც შეძენილი იყო ერთად ცხოვრების პერიოდში.
- საქმე №ას-96-91-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2010
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლით, 1335-ე მუხლის მეორე ნაწილით და დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები 1997 წლის 29 აგვისტოს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მამკვიდრებელ ვ.
- საქმე №ას-1168-1430-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2010
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1335-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მოანდერძემ არასწორად დაუტოვა მემკვიდრეს ნივთი, ამ ნივთის მესაკუთრეს უფლება აქვს, გამოითხოვოს იგი საერთო წესის მიხედვით.
- საქმე №ას-1275-1407-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.04.2005
- საქმე №ას-161-868-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2004
- საქმე №330210017002044616 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.06.2018
- საქმე №180210014589130 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.04.2018
- საქმე №190210017002114078 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 06.11.2018
- საქმე №190210016001252076 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 31.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება