1. კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის ამ უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს.
2. კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით. მფლობელის ბრალით მიუღებელი ნაყოფის ღირებულება უნდა გამოიქვითოს. იგივე წესი ვრცელდება ისეთ გაუმჯობესებებზე, რომელთა შედეგადაც გაიზარდა ნივთის ღირებულება, თუკი გაზრდილი ღირებულება ნივთის დაბრუნების მომენტისათვის ჯერ კიდევ არსებობდა.
3.კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უარი თქვას ნივთის დაბრუნებაზე, ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(190)
- საქმე №ას-1242-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2026
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისთვის არამართლზომიერი ქმედებით მიყენებული კონდიქციური ზიანი 2022 წლის აპრილიდან 2025 წლის 16 ივნისამდე პერიოდისათვის უნდა აენაზღაურებინა, ვინაიდან ამ დრომდე, სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, როგორც არაუფლებამოსილ კეთილსინდისიერ მფლობელს მართლზომიერად ეკუთვნოდა და ვინაიდან იგი ამ თანხით უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა და არც მისი გათანაბრების ვალდებულება არ ეკისრებოდა.
- საქმე №ბს-1230(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
…სასამართლოს სწორედ მხარეები წარუდგენენ (სსკ-ის 103.1 მუხ.). საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155.1 მუხლს, რომლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს.
- საქმე №ას-615-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2025
მოცემულ შემთხვევაში, გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სწორედ სსკ-ის 163-ე მუხლიდან გამომდინარეობს, რადგან, უსაფუძვლო გამდიდრებით გათვალისწინებულ მოწესრიგებას სუბსიდური დანიშნულება აქვს და მფლობელობის არამართლზომიერების პირობებში მესაკუთრესა და მფლობელს შორის პოსესიური ურთიერთობის მოწესრიგების პრიმატი მაინც სანივთო სამართლებრივ მოწესრიგებას ენიჭება.
- საქმე №ბს-81(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.07.2025
…რომელთა მფლობელობაც მესაკუთრის მფლობელობიდან არის ნაწარმოები. კეთილსინდისიერება და არაკეთილსინდისიერება მიუთითებს სუბიექტურ კრიტერიუმებზე, რაც განისაზღვრება პირის დამოკიდებულებით ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლების მიმართ. სამოქალაქო კოდექსის 163.1 მუხლი განსაზღვრავს არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის უფლებებსა და ვალდებულებებს, ანუ მფლობელის, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება.
- საქმე №ბს-78(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2025
…სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს.
- საქმე №ბს-629(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2025
- საქმე №ბს-55(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2025
- საქმე №ას-1496-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.04.2025
- საქმე №ას-755-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2024
- საქმე №ას-337-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.04.2024
- საქმე №ბს-9(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2024
- საქმე №ბს-1112(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2024
- საქმე №ას-1154-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.01.2024
- საქმე №ას-1491-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.12.2023
- საქმე №ბს-728(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
- საქმე №ას-281-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.06.2023
- საქმე №ბს-394(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2023
- საქმე №ას-1544-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2023
- საქმე №ას-246-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2023
- საქმე №ბს-585(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2022
- საქმე №ბს-1087(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.11.2022
- საქმე №ას-348-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2022
- საქმე №ას-957-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2022
- საქმე №ას-232-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2022
- საქმე №ას-446-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2022
- საქმე №ბს-1105(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.04.2022
- საქმე №ას-900-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2022
- საქმე №ას-336-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2021
- საქმე №ას-538-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2021
- საქმე №ას-1386-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2021
- საქმე №ას-772-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.02.2021
- საქმე №ას-492-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2021
- საქმე №ას-865-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2021
- საქმე №ას-10-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.06.2020
- საქმე №ას-73-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2020
- საქმე №ას-73-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2020
- საქმე №ას-1266-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.05.2020
- საქმე №ას-1840-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2020
- საქმე №ბს-208(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2020
- საქმე №ას-1271-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.04.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 190-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება