1. თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.
2. თუ მხარეები შეთანხმდნენ წერილობით ფორმაზე, ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ერთი დოკუმენტის შედგენით; ფორმის უზრუნველსაყოფად ასევე საკმარისია სატელეგრაფო შეტყობინება, ტელეასლი ან წერილების ურთიერთგაცვლ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(215)
საქმე №ბს-80(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.06.2026
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 327-ე და 328-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
საქმე №ას-94-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2026
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად ხელშეკრულების დასადებად საკმარისი არ არის მხარეთა შეთანხმება მისი ყველა არსებით პირობაზე, არამედ საჭიროა, რომ ეს შეთანხმება შედგეს საამისოდ გათვალისწინებული ფორმით, ხოლო სსკ-ის 328-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.
საქმე №ას-706-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2026
წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ამ სამართლებრივი ურთიერთობის იმავე პირობებით გაგრძელების თაობაზე მხარეთა ნების იმავე ფორმით გამოვლენის იმპერატიულობა სსკ-ის 328.1 მუხლის (თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ) შინაარსიდანაც გამომდინარეობს.
საქმე №ას-819-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2026
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.
საქმე №ას-1027-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
კანონის მიერ გაცვლის ხელშეკრულების ფორმის განსაზღვრის ზოგად საფუძვლად აღიარებულია კონკრეტულ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის წესი, შესაბამისად დაცული უნდა იქნეს სსკ-ის 521, 68-ე, 328-ე, 323-ე მუხლების მოთხოვნები ხელშეკრულების ფორმასთან მიმართებით. თუ გაცვლის საგანს ისეთი ქონება წარმოადგენს, რომელზეც საკუთრების უფლება წარმოიშობა მხოლოდ კანონით დადგენილი ფორმის დაცვით, მაშინ ასეთი ქონების გაცვლის ხელშეკრულებაც იმავე ფორმის დაცვით უნდა მოხდეს.
საქმე №ას-656-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2026
საქმე №ას-460-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2025
საქმე №ბს-279(კ-კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.07.2025
საქმე №ბს-279(კ-კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.07.2025
საქმე №ას-1239-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2025
საქმე №ას-538-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.01.2025
საქმე №ბს-888(კ-კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2025
საქმე №ას-1492-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2024
საქმე №ბს-1193(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2024
საქმე №ას-1448-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2024
საქმე №ას-239-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2024
საქმე №ას-548-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2024
საქმე №ას-1505-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2024
საქმე №ას-1237-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2024
საქმე №ას-749-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2024
საქმე №ას-667-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2023
საქმე №ას-1160-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2023
საქმე №ას-1040-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.10.2023
საქმე №ას-1180-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.05.2023
საქმე №ას-1468-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2023
საქმე №ას-1063-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.12.2022
საქმე №ას-252-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2022
საქმე №ას-412-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2022
საქმე №ას-1080-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
საქმე №ას-928-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2022
საქმე №ას-1361-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.03.2022
საქმე №ას-54-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2021
საქმე №ას-174-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2021
საქმე №ას-405-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2021
საქმე №ას-467-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2021
საქმე №ას-919-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2021
საქმე №ას-488-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.02.2021
საქმე №ას-1161-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2020
საქმე №ას-76-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.07.2020
საქმე №ას-1626-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 215-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მომჩივანი ასევე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 68-ე, 69-ე, 319-ე, 327-ე და 328-ე მუხლებზე, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები…
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე და 328-ე მუხლებით დადგენილია, რომ უძრავი ქონების ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 328, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-328/