მუხლი 325. ვალდებულების პირობათა განსაზღვრა სამართლიანობის საფუძველზე
სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლი · სკ 325
1. თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.
2. თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(241)
საქმე №ას-29-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2026
კასატორებმა მიუთითეს სსკ-ის 54-ე და 325-ე მუხლებზე და განმარტეს, რომ მათ საპროცენტო განაკვეთი და პირგასამტეხლო განესაზღვრათ ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ იგი ამ პირობას დაეთანხმა, მისთვის აღნიშნული თანხის დაკისრება არასამართლიანი იყო.
საქმე №ას-884-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
…ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობას და სიმყარეს (იხ. სუსგ №ას-1252-2020, 29.09.2021წ). სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.
საქმე №ას-688-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2025
უდავოა, რომ სადაზღვევო კომპანია - მოპასუხე, დამზღვევს ხელშეკრულების პირობებს სთავაზობს, რა დროსაც, მნიშვნელოვანია ხელშეკრულების პირობის განსაზღვრა სამართლიანობის საფუძველზე, რასაც სსკ-ის 325-ე მუხლი უზრუნველყოფს. 9. სადაზღვევო კომპანია დასაზღვევ რისკებში წვიმით გამოწვეული ძლიერი ნალექის შედეგად შენობების დატბორვის გამორიცხვით და მისი წყალდიდობის…
საქმე №ბს-351(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2025
სააპელაციო პალატამ მოიხმო ზემოაღნიშნული „დებულების“ VI თავის მე-9 პუნქტი, XVIII თავი, სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სკ-ის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 317-ე მუხლი, 325-ე მუხლი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 416-ე, 417-ე მუხლები, აგრეთვე, 418-ე მუხლის მე-2 ნაწილი და აღნიშნა, რომ გ.ნ-ე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის 13.09.2022წ.
საქმე №ბს-1278(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2025
სააპელაციო პალატამ მოიხმო,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლი, სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სკ-ის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 317-ე მუხლი, 325-ე მუხლი, 327-ე მუხლი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 416-ე, 417-ე მუხლები, აგრეთვე, 418-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 420-ე მუხლი და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის…
საქმე №ბს-311(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2025
საქმე №ას-125-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2025
საქმე №ას-41-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2024
საქმე №ას-987-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2024
საქმე №ას-901-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.10.2024
საქმე №ას-1160-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2024
საქმე №ას-258-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2023
საქმე №ას-721-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2023
საქმე №ას-107-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2022
საქმე №ას-649-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.10.2022
საქმე №ას-529-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2022
საქმე №ას-1406-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2022
საქმე №ას-1206-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2022
საქმე №ბს-929(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2021
საქმე №ას-577-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2021
საქმე №ბს-695(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.09.2021
საქმე №ას-141-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2021
საქმე №ას-1213-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2021
საქმე №ას-91-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.04.2021
საქმე №ას-386-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2021
საქმე №ას-444-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2021
საქმე №ას-1973-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2021
საქმე №ას-1718-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2021
საქმე №ას-308-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.10.2020
საქმე №ას-470-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.10.2020
საქმე №ას-125-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2020
საქმე №ას-740-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2020
საქმე №ას-654-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2020
საქმე №ას-902-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2019
საქმე №ას-462-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.07.2019
საქმე №ას-539-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.06.2019
საქმე №ას-435-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2019
საქმე №ას-248-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2019
საქმე №ას-1239-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2019
საქმე №ას-1919-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 241-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 325, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-325/