ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, მთელი თავისი ამჟამინდელი ქონება ან ამ ქონების ნაწილი გადასცეს სხვას ანდა უზუფრუქტით დატვირთოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხელშეკრულება დადებულია ამჟამინდელი ქონების ცალკეულ ნივთებზე.
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3879 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.06.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 321. ხელშეკრულება ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, მთელი თავისი ამჟამინდელი ქონება ან ამ ქონების ნაწილი გადასცეს სხვას ანდა უზუფრუქტით დატვირთოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხელშეკრულება დადებულია ამჟამინდელი ქონების ცალკეულ ნივთებზე. საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბერისდეკემბრის კანონი №3879 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.321მუხ.3
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ას-772-733-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.01.2014
…ანაზღაურების სანაცვლოდ, მოსთხოვოს საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა, უნდა არსებობდეს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ. გარიგების ფორმას არეგულირებს სამოქალაქო კანონმდებლობა. სამოქალაქო კოდექსის 321-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, ამგვარი ხელშეკრულება მოითხოვს წერილობით ფორმას.
- საქმე №ას-400-380-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.01.2012
გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ ზეპირი განმარტების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია კასატორთა მიერ წილის გასხვისების ფაქტი, ამასთან, არ გაითვალისწინა სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 321-ე მუხლის მოთხოვნა, რომელიც ამ გარიგების ნამდვილობისათვის სავალდებულოდ მიიჩნევდა მის სანოტარო წესით დადასტურებას.
- საქმე №ას-372-691-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2009
სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო კოდექსის 321-ე მუხლი, რომლის თანახმად რეესტრის ჩანაწერებზე ვრცელდება უტყუარობისა და სიზუსტის პრეზუმფცია, ვიდრე არ დამტკიცებდა მათი უზუსტობა.
- საქმე №ბს-433-416(კ-კს-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.07.2008
მუხლის თანახმად ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 150-ე მუხლი და არასწორად განმარტა სსკ-ის 321-ე და 323-ე მუხლები /იხ. ტIII, ს.ფ. 358-360/. მოწინააღმდეგე მხარემ ე. წულეისკირმა წარმოადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, რომელშიც…
- საქმე №ბს-179-168(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.07.2007
აპელანტის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 321-ე მუხლის თანახმად, ყველა ხელშეკრულება, რომელიც ეხება ქონების გადაცემას, გასხვისებას, ქონების ნაწილის გადაცემას, მოითხოვს სანოტარო…
- საქმე №ას-188-874-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2003
- საქმე №3კ/1169-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.02.2003
- საქმე №3კ/518-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.05.2002
- საქმე №3კ/310-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2001
- საქმე №010210116001320077 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 28.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება