1. პირის სიცოცხლეში მისი სამკვიდროს თაობაზე სხვა პირების მიერ დადებული ხელშეკრულება ბათილია. იგივე წესი გამოიყენება პირის სიცოცხლეში მისი სამკვიდროდან გამომდინარე სავალდებულო წილის ან/და საანდერძო დანაკისრის შესახებ ხელშეკრულებათა მიმართ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის წესი არ გამოიყენება იმ ხელშეკრულების მიმართ, რომელიც იდება მომავალ კანონით მემკვიდრეებს შორის ერთ-ერთი მათგანის კანონით სამემკვიდრეო წილისა და სავალდებულო წილის თაობაზ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №ას-338-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
…მისი სამკვიდროს თაობაზე სხვა პირების მიერ დადებული ხელშეკრულება ბათილია. იგივე წესი გამოიყენება პირის სიცოცხლეში მისი სამკვიდროდან გამომდინარე სავალდებულო წილის ან/და საანდერძო დანაკისრის შესახებ ხელშეკრულებათა მიმართ“ (იხ. სსკ-ის 322.1-ე მუხლი). ხელწერილის შინაარსიდან ვერც ის დგინდება ძმებს შორის სავალდებულო წილის შესახებ არის თუ არა შეთანხმება დადებული (ამ მუხლის პირველი ნაწილის წესი არ…
- საქმე №ას-745-707-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2015
საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოხსენებული შეთანხმების არსებობის შემთხვევაშიც კი, იგი არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ მშობლების სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებას, ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს არც ამ შეთანხმებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება გააჩნია შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო კოდექსის 322-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასაშვებად მიიჩნევს მამკვიდრებლის სიცოცხლეში მისი სამკვიდროს თაობაზე მომავალ კანონით მემკვიდრეებს შორის ხელშეკრულების დადებას ერთ-ერთი მათგანის კანონით სამემკვიდრეო წილისა და სავალდებულო წილის თაობაზე.
- საქმე №ას-236-497-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2008
…მიერ ნამდვილია, თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით. მოცემულ შემთხვევაში არც ასეთ ვითარებას აქვს ადგილი. ნ. რ.-ის მიერ დადებული გარიგება უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს სამოქალაქო კოდექსის 322-ე მუხლის საფუძველზეც, რომლის თანახმად, ბათილად მიიჩნევა პირის სიცოცხლეში მისი სამკვიდროს თაობაზე სხვა პირების მიერ დადებულ ხელშეკრულება.
- საქმე №ბს-140-318-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.04.2004
სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-300 და 322-ე მუხლების გამოყენებას, ვინაიდან ეს მუხლები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984წ. 28 მაისის ბრძანებულებით ძალადაკარგულად იქნა ჩათვლილი და 1992 წელს აღარ მოქმედებდა.
- საქმე №330210117001910775 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.11.2019
…რომ მათ აღნიშნული შეთანხმებით დათმეს ის წილიც, რაც შესაძლოა მომავალში მიეღოთ, როგორც ლ------ ა--------–---–-- მემკვიდრეებს. 10.02.2015 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროისათვის ცოცხალი იყო ლ------ ა--------–---–-. სამოქალაქო კოდექსის 322-ე მუხლი ადგენს სამკვიდრო ქონების შესახებ დადებული ხელშეკრულების ბათილობის პირობას. მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება ლ------ ა--------–---–-- მომავალ კანონით მემკვიდრეებს შორის სამემკვიდრეო წილზე შეთანხმების არსებობა.
- საქმე №330310016001525180 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.11.2018
- საქმე №110210017001871415 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 15.02.2018
- საქმე №421210019003157532 · ყვარელის მაგისტრატი სასამართლო · 07.11.2019
- საქმე №330210119002807041 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.05.2019
- საქმე №330210117001910775 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 07.03.2019
- საქმე №421210018002625083 · ყვარელის მაგისტრატი სასამართლო · 31.01.2019
- საქმე №330210117001941013 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება