მუხლი 327. შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი · სკ 327
1. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
2. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
3. ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3351)
საქმე №ას-423-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2026
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს ( სსკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა).
საქმე №ბს-80(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.06.2026
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 327-ე და 328-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
საქმე №ას-90-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2026
სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 581-ე მუხლები, აგრეთვე ყურადღება მიაპყრო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 582-ე მუხლში განხორციელებულ ცვლილებების კანონპროექტის განმარტებით ბარათს, რომლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 582-ე მუხლის მოქმედი რედაქციით ჩამოყალიბების მიზეზს საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა წარმოადგენდა.
საქმე №ას-900-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2026
პალატამ მიუთითა სსკ-ის 327-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული 2019 წლის 27 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №11/66 ხელშეკრულების 4.5.
საქმე №ბს-251(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
…მეორე ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ისე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქმე №ბს-558(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2026
საქმე №ას-1260-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2026
საქმე №ბს-153(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2026
საქმე №ბს-149(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2026
საქმე №ბს-177(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2026
საქმე №ბს-136(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2026
საქმე №ას-99-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2026
საქმე №ას-181-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2026
საქმე №ას-1541-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2026
საქმე №ას-175-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2026
საქმე №ას-886-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2026
საქმე №ას-94-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2026
საქმე №ას-56-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2026
საქმე №ას-819-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2026
საქმე №ას-1461-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
საქმე №ას-1027-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
საქმე №ას-186-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
საქმე №ას-541-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
საქმე №ას-656-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2026
საქმე №ბს-1123(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2026
საქმე №ბს-1189(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2026
საქმე №ას-1410-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.01.2026
საქმე №ას-89-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2025
საქმე №ას-878-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
საქმე №ბს-1080(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
საქმე №ას-1268-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2025
საქმე №ას-127-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2025
საქმე №ბს-1023(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2025
საქმე №ას-1330-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.12.2025
საქმე №ას-1125-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2025
საქმე №ას-112-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2025
საქმე №ბს-821(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.11.2025
საქმე №ბს-856(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.11.2025
საქმე №ას-719-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
საქმე №ბს-842(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.11.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 3351-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
…------- არსებულ სხვა სამშენებლო კომპანიებში, ქონების რეალიზაცია ხდებოდა ბაზარზე დამკვიდრებული პრაქტიკით - უმეტეს შემთხვევაში ხდება მყიდველთან წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, ხოლო შემდგომ ხდება ბინის საკუთრებაში გადაცემა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
მომჩივანი ასევე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 68-ე, 69-ე, 319-ე, 327-ე და 328-ე მუხლებზე, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები…
საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ გაეროს კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით „ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებად ითვლება იმ საქონლის მიწოდებაზე დადებული ხელშეკრულება, რომელიც მზადდება ან იწარმოება, თუ საქონლის დამკვეთი მხარე არ კისრულობს ასეთი საქონლის დამზადებისათვის ან წარმოებისათვის საჭირო მასალის მნიშვნელოვანი ნაწილის მიწოდების ვალდებულებას“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე და 328-ე მუხლებით დადგენილია, რომ უძრავი ქონების ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 327, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-327/