გაყიდული ნივთის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ, აწონის, გაზომვისა და შეფუთვის ხარჯები, ეკისრება გამყიდველს, ხოლო ხელშეკრულების დადების ადგილიდან სხვა ადგილზე საქონლის მიღებისა და გადაგზავნის ხარჯები
–
მყიდველს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებულ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 478. მოძრავი ნივთის გაყიდვის ხარჯები
სამოქალაქო კოდექსის 478-ე მუხლი · სკ 478
რედაქციის ისტორია
წინა რედაქცია (16.12.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 478. მოძრავი ნივთის გაყიდვის ხარჯები გაყიდული ნივთის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ, აწონის, გაზომვისა და შეფუთვის ხარჯები, ეკისრება გამყიდველს, ხოლო ხელშეკრულების დადების ადგილიდან სხვა ადგილზე საქონლის მიღებისა და გადაგზავნის ხარჯები _– მყიდველს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.გათვალისწინებულ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-992-936-2015
მხარეთა შორის არსებული შეთანხმება გამომდინარეობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, რომლის საგანია მოძრავი ნივთი და მისი მიწოდების ვალდებულება ეკისრება საწარმოს (სსკ-ის 477-ე, 478-ე მუხლები; იხ. # 115-ე ხელშეკრულების მე-2.1, 3.1, 8.1 ქვეპუნქტები). მხარეთა შორის არსებული შეთანხმებიდან გამომდინარე, მიმწოდებლის მიერ საქონლის გადაცემა და შემსყიდველის მიერ მისი ჩაბარების წესიც განისაზღვრა კონკრეტულ ვადაში (იხ.
- საქმე №ას-248-233-2014
სამოქალაქო საქმეთა პალატამ დამტკიცებულად მიიჩნია რა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, ჩათვალა, რომ ისინი სამოქალაქო კოდექსის 186-ე, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 327-ე მუხლის პირველი ნაწილის, 361-ე, 397-ე, 477-ე და 478-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ სააპელაციო საჩივრის (სარჩელის) მოთხოვნას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 თებერვლის განჩინებით მ.
- საქმე №ას-656-617-2011
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებულად მიჩნევის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება და სამოქალაქო კოდექისს 477-ე, 478-ე და 489-ე მუხლებზე მითითებით დამატებით განმარტა, რომ ნასყიდობის აუცილებელ ელემენტს წარმოდგენს ის გარემოება, რომ გამყიდველი უნდა იყოს ქონების მესაკუთრე, რაც კანონით დადგენილი წესით დარეგისტრირებული უნდა იქნეს საჯარო რეესტრში, ვინაიდან აღნიშნულის გარეშე გამყიდველი ვერ გადასცემს მყიდველს საკუთრების უფლებას.
- საქმე №ბს-1418-993(კ-05)
…პასუხისმგებელი ორგანიზაცია ან მოქალაქე მოვალე იყო აენაზღაურებინა დაზარალებულისათვის ის შემოსავალი, რაც მას დააკლდა შრომის უნარის დაკარგვის ან შემცირების შედეგად და აგრეთვე მისი ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ხარჯები. ამავე კოდექსის 478-ე მუხლის მიხედვით, იმ მოქალაქის დასახიჩრების, ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანების შემთხვევაში, რომელსაც თხუთმეტი წელი არ ჰქონდა შესრულებული და შრომითი…
- საქმე №190210019002854713
სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 396-ე, 477-ე, 478-ე, 709-ე მუხლების საფუძველზე. 5. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელზე უარის თქმა მოითხოვა.
- საქმე №330210018002275049
- საქმე №190210019002854713
- საქმე №330210018002656476
- საქმე №190210018002705373
- საქმე №160210017002179957
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 4. წინამდებარე კონვენცია აწესრიგებს მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებას და გამყიდველისა და მყიდველის იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებსაც ეს ხელშეკრულება წარმოშობს. კერძოდ,
- მუხლი 67. 1. თუ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ითვალისწინებს საქონლის გადაზიდვას და გამყიდველი ვალდებული არ არის გადასცეს იგი რომელიმე კონკრეტულ ადგილას, რისკი გადადის მყიდველზე, როდესაც საქონელი ჩაბარდება პირველ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 472. კრედიტორის მოთხოვნის გაერთიანება ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის ვალთან
- მუხლი 473. უკუმოთხოვნის უფლება ერთ-ერთი მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულებისას
- მუხლი 474. სოლიდარული მოვალის ვალაუვალობის შედეგები
- მუხლი 475. სოლიდარული მოვალის კომპენსაცია
- მუხლი 476. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შედეგები
- მუხლი 477. ცნება. შინაარსი
- მუხლი 479. უძრავი ნივთის გაყიდვის ხარჯები
- მუხლი 480. გამყიდველის მოვალეობანი საქონლის გაგზავნისას
- მუხლი 481. მიწის ნაკვეთის გამყიდველის ვალდებულებანი
- მუხლი 482. ნივთის შემთხვევით დაღუპვის რისკის გადასვლა
- მუხლი 483. საქონლის მიღების ვარაუდი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 478, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-478/