1. თუ გამყიდველი ხელშეკრულებით გადამზიდველს გადასცემს საქონელს და ეს საქონელი არც ამოსაცნობი ნიშნით, არც გადაზიდვისათვის საჭირო საბუთებით და არც სხვა რაიმე საშუალებით არ არის გამოკვეთილად აღნიშნული, მაშინ გამყიდველმა უნდა შეატყობინოს მყიდველს საქონლის გადაგზავნის თაობაზე და, ამასთანავე, გაუგზავნოს ტვირთის დაწვრილებითი ჩამონათვალი.
2. თუ გამყიდველს ევალება საქონლის გაგზავნა, მან უნდა დადოს ხელშეკრულებები, რომლებიც აუცილებელია ტვირთის დათქმულ ადგილზე გადაზიდვისა და ასეთი გადაზიდვისათვის ჩვეული პირობებისათვის.
3. თუ გამყიდველი არ არის ვალდებული დააზღვიოს ტვირთი ტრანსპორტირებისას, მაშინ მან მყიდველის თხოვნით უნდა გადასცეს მას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია დაზღვევის ასეთი ხელშეკრულების გაფორმებისათვი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-843-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2024
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ, როგორც მყიდველმა, შეძლო მისი ვალდებულების (ფასის გადახდის) შესრულების გარემოების დადასტურება, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ მან შეასრულა საქონლის მიწოდების ვალდებულება [ სსკ-ის 480.2 მუხლი: თუ გამყიდველს ევალება საქონლის გაგზავნა, მან უნდა დადოს ხელშეკრულებები, რომლებიც აუცილებელია ტვირთის დათქმულ ადგილზე გადაზიდვისა და ასეთი გადაზიდვისათვის ჩვეული პირობებისათვის] ან სახეზე იყო თავად კრედიტორის მხრიდან პროდუქციის მიღებაზე უარის თქმის გარემოება.
- საქმე №ას-1408-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2023
ნასყიდობის მომწესრიგებელ ურთიერთობაში სსკ-ს 480-ე მუხლი ადგენს გამყიდველის მოვალეობებს საქონლის გაგზავნისას „1. თუ გამყიდველი ხელშეკრულებით გადამზიდველს გადასცემს საქონელს და ეს საქონელი არც ამოსაცნობი…
- საქმე №ას-373-347-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.10.2017
…შორის სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალურთიერთობის წარმოშობილად მიჩნევის წინაპირობებს, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ, როგორც გამყიდველმა, იკისრა კასატორისათვის საქონლის გაგზავნის ვალდებულებაც (დამატებით იხ. სკ-ის 480-ე მუხლი), ამგვარი შეთანხმება სრულად გამომდინარეობს განსახილველი ნორმის პირველი ნაწილიდან და იგი არ იძლევა მხარეთა შორის ასევე ნარდობის ურთიერთობის წარმოშობის საფუძველს ( სკ-ის 629-ე მუხლი).
- საქმე №010210017001870598 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.09.2019
სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 480-ე მუხლი, უპირატესი მემკვიდრეობის უფლება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1481-ე მუხლი, საცხოვრებელი სახლის მიღების უპირატესი უფლება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1482-ე მუხლი, მემკვიდრეთა ქონებრივი ინტერესების გათვალისწინება.
- საქმე №330210118002652522 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.02.2019
რაც შეეხება საქონლის მიწოდებას, სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ნებისმიერ წესზე და ვადაზე, მათ შორის სამოქალაქო კოდექსის 480-ე, 482-ე მუხლებისაგან განსხვავებულ პირობებზე. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მყიდველი ვალდებულია, მიიღოს ნაყიდი ქონება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება