1. გაყიდული ნივთის გადაცემასთან ერთად მყიდველზე გადადის ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
2. თუ გამყიდველი გაყიდულ ნივთს მყიდველის მოთხოვნით გზავნის სხვა ადგილას, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, მაშინ ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი გადადის მყიდველზე იმ მომენტიდან, როცა გამყიდველმა ნივთი ჩააბარა გადამზიდველს ან ამის შესრულებისათვის პასუხისმგებელ პირ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-12-12-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2012
შესაბამისად, ნივთის შემთხვევით დაზიანების ან დაღუპვის რისკი მყიდველზე გადადის ნივთის გადაცემის მომენტიდან, გამომდინარე სამოქალაქო კოდექსის 482-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან, რომლის შესაბამისად, გაყიდული ნივთის გადაცემასთან ერთად მყიდველზე გადადის ნივთის შემთხვევითი დაღუპვის ან გაფუჭების რისკი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
- საქმე №3კ/478-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2001
სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე გამოიყენა 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 458-ე, 472-ე, 476-ე, 482-ე, 474-ე მუხლები. კასატორი მოითხოვს ყოველთვიური გადასახადის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების შეწყვეტას, ხოლო ერთიანი თანხის დაკისრების ნაწილში _ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას შემდეგი საფუძვლებით: 1.
- საქმე №3კ-383-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2000
…„გ.“-დან სარეალიზაციოდ წამოღებული მობილური ტელეფონების ღირებულება _ 4 724 ლარი უნდა გამოაკლდეს მათ დავალიანებას, ვინაიდან ვალდებულების შეუსრულებლობა მათი ბრალით არ იყო გამოწვეული \მიუთითებენ სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლზე \. სამოქალაქო კოდექსის 482-ე მუხლის I ნაწილით „გაყიდული ნივთის გადაცემასთან ერთად მყიდველზე გადადის ნივთის შემთხვევითი დაღუპვის ან „გაფუჭების რისკი“.
- საქმე №330210018002774805 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.04.2019
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 482-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გაყიდული ნივთის გადაცემასთან ერთად მყიდველზე გადადის ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
- საქმე №330210118002652522 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.02.2019
რაც შეეხება საქონლის მიწოდებას, სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ნებისმიერ წესზე და ვადაზე, მათ შორის სამოქალაქო კოდექსის 480-ე, 482-ე მუხლებისაგან განსხვავებულ პირობებზე. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მყიდველი ვალდებულია, მიიღოს ნაყიდი ქონება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება