მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ნივთის გამყიდველს ეკისრება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები, თუ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3879 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.06.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 479. უძრავი ნივთის გაყიდვის ხარჯები მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ნივთის გამყიდველს ეკისრება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები, თუ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბერისდეკემბრის კანონი №3879 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.321მუხ.3
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(17)
- საქმე №ას-834-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
…სხვისი ფულადი ვალდებულება და იგი არა მოვალემ, არამედ მესამე პირმა შეასრულა (გაისტუმრა). 8.2. დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით შ.პ.ს. „ლ.ი–ი“-სა და მოპასუხეებს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 479-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა“.
- საქმე №ბს-1193(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2024
კასატორი მიუთითებს სადავო პერიოდში 2003 წლის 22 აპრილს მოქმედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 479-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი უძრავ ნივთზე უფლებათა წარმოშობას უკავშირებდა არა ყოველგვარ საბუთს, არამედ სათანადო წესით დამოწმებული…
- საქმე №ას-1171-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2024
…შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. სსკ-ის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია; სსკ-ის 479-ე მუხლით კი, მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ნივთის გამყიდველს ეკისრება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები, თუ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
- საქმე №ას-648-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2023
პალატის აზრით, მოპასუხეების პოზიცია არც საქმეში არსებულ ხელწერილებს და არც სსკ-ის იმ დროს მოქმედ რედაქციას არ შეესაბამება, კერძოდ, 1998 წლისთვის მოქმედი რედაქციით სსკ-ის 479-ე მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, საკუთრების უფლების გადაცემის სანოტარო დამოწმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები ეკისრებოდა მყიდველს და არა გამყიდველს.
- საქმე №ას-180-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2021
პ-ბი, სსკ-ის 479-ე მუხლი), რაც გონივრულ ვადაში არ განუხორციელებია. 22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ 2018 წლის 14 მაისს მიმართა მოსარჩელემ, კომპანიას, სადავო ქონებაზე საკუთრების უფლებათა, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნით.
- საქმე №ას-341-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2020
- საქმე №ას-221-213-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2012
- საქმე №ას-1092-1339-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.04.2006
- საქმე №3კ/932-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2002
- საქმე №3კ/1022-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2002
- საქმე №3კ/678-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.04.2002
- საქმე №3კ-373-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.02.2000
- საქმე №330210017001677777 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.03.2019
- საქმე №010210018001226089 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.01.2019
- საქმე №190210016001664336 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.06.2018
- საქმე №120310017002028815 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 31.01.2019
- საქმე №330210118002534906 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.12.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება