თუ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით არის დადებული, მაშინ დამქირავებელს შეუძლია არა უგვიანეს ორი თვისა ქირავნობის ურთიერთობის შეწყვეტამდე წერილობითი განცხადებით მოითხოვოს ქირავნობის ხელშეკრულების გაგრძელება განუსაზღვრელი ვადით, თუკი გამქირავებელი ამის თანხმობას განაცხადებ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 560. განუსაზღვრელი ვადით ქირავნობის ხელშეკრულების გაგრძელების მოთხოვნის უფლება
სამოქალაქო კოდექსის 560-ე მუხლი · სკ 560
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-845-789-2017
…სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.“ იმავე კოდექსის 560-ე მუხლი კი ადგენს მემკვიდრეობაზე უარის თქმის წინაპირობებს, კერძოდ: „კანონისმიერ ან ანდერძისმიერ მემკვიდრეს შეუძლია ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს…
- საქმე №ას-1102-1059-2016
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა პასუხისგებლობა ტურის არასწორად და ტურისტის მიზნებთან შეუსაბამოდ დაგეგმვისათვის, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება. 8.8. სსკ-ის 560-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოგზაურობა ხარვეზიანია, მაშინ მისი ღირებულება მცირდება იმ დროის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც არსებობდა ხარვეზები.
- საქმე №ას-903-865-2014
…ითვლება მის მესაკუთრედ სამკვიდროს გახსნის დღიდან და, შესაბამისად, სამკვიდრო ქონების მოცულობა განისაზღვრება სამკვიდრო გახსნის დღეს არსებული ქონებით, ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სამკვიდროს მიღება შეუქცევადია, რაზედაც მიუთითებს მითითებული კოდექსის 560-ე მუხლი, კერძოდ, განსახილველი მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო ქონების მიღებაზე უარი დაიშვებოდა ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
- საქმე №ას-146-140-2012
…ითვლება მის მესაკუთრედ სამკვიდროს გახსნის დღიდან და, შესაბამისად, სამკვიდრო ქონების მოცულობა განისაზღვრება სამკვიდრო გახსნის დღეს არსებული ქონებით, ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სამკვიდროს მიღება შეუქცევადია, რაზედაც მიუთითებს მითითებული კოდექსის 560-ე მუხლი, კერძოდ, განსახილველი მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო ქონების მიღებაზე უარი დაიშვებოდა ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
- საქმე №3კ/360-03
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სკ-ს 560-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს განუსაზღვრელი ვადით დადებული საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებას, ასევე იმავე კოდექსის 561-ე მუხლი, რომელიც აწესრიგებს ქირავნობის ხელშეკრულების მოშლას.
- საქმე №ას-1676-2018
- საქმე №330210016001494709
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 554. დამქირავებლის ბრალით ქირის გადაუხდელობის შედეგები
- მუხლი 555. ხელშეკრულების ვადამდე მოშლა საცხოვრებელი სადგომის დამქირავებლის ინიციატივით
- მუხლი 556. დამქირავებლის საპირისპირო მოთხოვნები გამქირავებლის მიმართ
- მუხლი 557. ხელშეკრულების მოშლა გამქირავებლის ინიციატივით
- მუხლი 558. ხელშეკრულების მოშლა ქირის გადაუხდელობის გამო
- მუხლი 559. ქირავნობის ურთიერთობის შეწყვეტა ვადის გასვლით
- მუხლი 561. ხელშეკრულების მოშლის ვადა
- მუხლი 562. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა პატივსადები მიზეზების არსებობისას
- მუხლი 564. დამქირავებლის მოვალეობანი ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას
- მუხლი 565. დაკავების უფლების დაუშვებლობა
- მუხლი 566. დაქირავებული ქონების გადაცემა მესამე პირისათვის
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 560, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-560/