საცხოვრებელი სადგომის დამქირავებელი უფლებამოსილია ქირავნობის ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს, თუ იგი ერთი თვით ადრე გააფრთხილებს ამის შესახებ გამქირავებელს და შესთავაზებს მას გადახდისუნარიან და მისაღებ დამქირავებელს, რომელიც თანახმაა ქირავნობის დარჩენილ დროში იყოს დამქირავებელ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 555. ხელშეკრულების ვადამდე მოშლა საცხოვრებელი სადგომის დამქირავებლის ინიციატივით
სამოქალაქო კოდექსის 555-ე მუხლი · სკ 555
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-738-700-2015
სადავო ურთიერთობის ქირავნობად დაკვალიფიცირების შემთხვევაშიც, პალატა ვალდებული იყო, ანალოგიით გამოეყენებინა სსკ-ის 555-ე მუხლი, რომელიც არსებითად იმავე შედეგებს ადგენს ახალი დამქირავებლის შეუთავაზებლობის შემთხვევაში, რასაც სსკ-ის 588.1 მუხლი.
- საქმე №ბს-835-797(კ-07)
სამოქალაქო კოდექსის 571-ე და 590-ე მუხლების დისპოზიციებით განსაზღვრულია ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების მოშლის ისეთი საფუძველი, როგორიცაა დამქირავებლისა და მოიჯარის გარდაცვალება, მაგრამ სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ხელშეკრულების ვადამდე მოშლას რაიმე მოტივის ან საფუძვლის გარეშეც, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 555-ე მუხლი საცხოვრებელი სადგომის დამქირავებელს უფლებას ანიჭებს, ვადამდე მოშალოს ხელშეკრულება ყოველგვარი მოტივისა თუ საფუძვლის გარეშე, თუმცა ამგვარი…
- საქმე №3კ/455-03
მართალია, დამქირავებელს უფლება აქვს ვადამდე მოშალოს ხელშეკრულება, მაგრამ სკ-ს 555-ე მუხლის თანახმად, ერთი თვით ადრე უნდა გააფრთხილოს გამქირავებელი და შესთავაზოს მას გადახდისუნარიანი ან მისაღები დამქირავებელი, რაც მოპასუხეს არ შეუსრულებია.
- საქმე №3კ/1165-02
გარდა ამისა, მოსარჩელემ მოითხოვა ავეჯის ღირებულების და სსკ-ს 555-ე მუხლის საფუძველზე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, სულ მოითხოვა მოპასუხისათვის 13336 ლარის გადახდის დაკისრება.
- საქმე №3კ/1226-01
გარდა ამისა, მოსარჩელემ მოითხოვა ავეჯის ღირებულების და სკ-ს 555-ე მუხლის საფუძველზე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, სულ მოითხოვა მოპასუხისათვის 13336 ლარის გადახდის დაკისრება.
- საქმე №010210116001431576
- საქმე №010210018002106383
- საქმე №330210016001229361
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 549. გამქირავებლის თანხმობა ქვექირავნობაზე
- მუხლი 550. გამქირავებლის უარის დაუშვებლობა ქვექირავნობაზე
- მუხლი 551. ქვექირავნობის ბედი ქირავნობის ურთიერთობის დასრულებისას
- მუხლი 552. ქირავნობის ურთიერთობის უზრუნველყოფის ოდენობა
- მუხლი 553. ქირის გადახდის წესი
- მუხლი 554. დამქირავებლის ბრალით ქირის გადაუხდელობის შედეგები
- მუხლი 556. დამქირავებლის საპირისპირო მოთხოვნები გამქირავებლის მიმართ
- მუხლი 557. ხელშეკრულების მოშლა გამქირავებლის ინიციატივით
- მუხლი 558. ხელშეკრულების მოშლა ქირის გადაუხდელობის გამო
- მუხლი 559. ქირავნობის ურთიერთობის შეწყვეტა ვადის გასვლით
- მუხლი 560. განუსაზღვრელი ვადით ქირავნობის ხელშეკრულების გაგრძელების მოთხოვნის უფლება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 555, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-555/